კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მამხილებელი ახალი მასალები გამოაქვეყნა

6 ნოემბერი, 2007

გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გუშინ ტელეეთერით გაკეთებული განცხადება, თითქოს მისთვის დაკისრებული სასამართლო გირაო 10 მილიონი ლარი “პრეზიდენტის კარის ბიზნესმენმა, ვინმე თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა”.

გვარამიას ინფორმაციით, 10 მილიონიდან 6,5 მილიონი ლარი ოქრუაშვილის მეგობრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილმა კომპანიამ “ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანიმ” გადაიხადა, დანარჩენი ფული კი თამაზ ნიჟარაძემ, რომელიც ასევე ოქრუაშვილის ახლობელია.

გვარამიას თქმით, ოქრუაშვილისა და ნიჟარაძის ახლობლობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2006 წელს მათ შორის 136 სატელეფონო ზარი განხორციელდა, 2007 წლის 5 თვის განმავლობაში კი 35. ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი ნიჟარაძის ფირმის კუთვნილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ფაეტონით“ სარგებლობდა და „ვინმეები ასეთ საჩუქრებს არ აკეთებენ“.

ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, თითქოს ხელისუფლების წევრებისადმი მის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, გვარამიას თქმით, ოქრუაშვილის განცხადებების საფუძველზე სამართალდამცველებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა უკვე დაკითხეს. დაკითხვისას გოგავამ კატეგორიულად უარყო ოქრუაშვილის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე მას აცნობა. გვარამია კატეგორიულად უარყოფს ოქრუაშვილის იმ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, ის ციხეში მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

რაც შეეხება ოქრუაშვილის გერმანიაში გამგზავრებას, გვარამიას თქმით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება ოქრუაშვილს გამოძიებამ მისცა, თუმცა, დიდი ბრიტანეთის საელჩომ მას ვიზის გაცემაზე უარი განუცხადა. მაგრამ ოქრუაშვილმა მიიღო საფრანგეთის ვიზა და გაემგზავრა ევროპაში. ასევე, გვარამია არ ადასტურებს ოქრუაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში მასთან მყოფი ერთ-ერთი პირი საქართველოში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს.
ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა იპოვეს ვინმე დავით ჯიბღაშვილის სახელზე გაფორმებული პლასტიკური ბარათი, რომლითაც ოქრუაშვილი ლონდონში ყოფნისას სარგებლობდა.

გვარამიას თქმით, გამოძიება ჯიბღაშვილის ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.
5 ნოემბერს ჯიბღაშვილი დაუკავშირდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წევრს ნანა ლეჟავას და ოქრუაშვილის ზემოხსენებული განცხადების თაობაზე უკმაყოფილება გამოხატა.
ჯიბღაშვილის თქმით, სწორედ ის იმყოფებოდა ოქრუაშვილთან გერმანიაში, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისთანავე არავის დაუპატიმრებია.

ჯიბღაშვილმა ლეჟავას ისიც აცნობა, რომ ლონდონში ყოფნისას ვინმე ბადრიამ მას გარკვეული თანხა გადასცა, რომელიც ჯიბღაშვილმა თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილს მიუტანა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით ჯიბღაშვილი პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები