კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ყველა დამოუკიდებელი ტელე და რადიო ეთერით ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება აიკრძალა

8 ნოემბერი, 2007

საქართველოს ტერიტორიაზე 15 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტიციით 24-ე, 25-ე და 33-ე მუხლების მოქმედება.  ამის შაფუძველზე აიკრძალა  ყველა დამოუკიდებელი ტელე და რადიო მაუწყებლობის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება, ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით.

ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ დეკრეტში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომელიც პარლამენტს 48 საათში უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად.

დეკრეტის მიხედვით, ინფორმაციის მიღება და გავრცელება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლით.

აიკრძალა დემონსტრაციები, მანიფისტაციები და გაფიცვები.

ამჟამად ყველა დამოუკიდებელ ნაციონალურ მაუწყებელში საინფორმაციო გამოშვებები აღარ გადის, ხოლო ტელეკომპანიების „იმედის“ და „კავკასიის“ სიგნალი საერთოდ გათიშულია. ამავე დროს, 8 ნოემბერს, დილიდან, თბილისში გაყიდვაშია    პერიოდული პრესა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა   7 ნოემბერს    თბილისში მომხდარი არეულობის შემდეგ გამოცხადდა. ოპოზიცია 2 ნოემბრიდან საპროტესტო გამოსვლებს აწყობდა დედაქალაქში.  პოლიციამ და სპეცრაზმმა 7 ნოემბერს  წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.ამის შედეგად ბევრი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის იყვნენ ქართული და უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები.ოფიციალური ინფორმაციით დაშავდა 24 სამართალდამცავი.

ხელისუფლების ოფიციალური განმარტებით, ოპოზიცია, რომლის ერთი ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურებთან აროის კავშირში, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ამჟამად სამხედროები დგანან.

 

ახალი ამბები