კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია საქართველოს საგანგებო მდგომარეობით

8 ნოემბერი, 2007
8 ნოემბერი 2007 წელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ლუის არბორმა დღეს განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებით არის შეშფოთებული ინფორმაციით ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ასევე ოპოზიციის ლიდერების დაკავებისა და დემონსტრანტების ცემის ფაქტების გამო. ის აგრეთვე გამოხატავს შეშფოთებას დამოუკიდებელი სატელევიზიო ტელეკომპანიების ოფისებში სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრის  და მათი მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტების გამო. 
უმაღლესი კომისარი მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველს     და აღნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა     უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ნებისმიერი გარემოებების  დროს.

საქართველო არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების  საერთაშორისო პაქტის მონაწილე მხარე. პაქტის თანახმად ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, თვითნებური დაკავების, ადამიანის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა თვით საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი ძალაში რჩება.  უფლებათა შეზღუდვა უნდა იქნეს პროპორციული და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების დროს, ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა.    


ახალი ამბები