ნატოს გენერალური მდივანი: საგანგებო მდგომარეობის შემოღება საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება
08.11.2007
ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოფ სხეფერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"ნატო ყურადღებით და ინტერესით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. მე ვთხოვე ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსს, გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალიანსის პოზიცია, რომ ყველა მხარემ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად, თავი ააცილოს ძალადობას და კანონის ფარგლებში იმოქმედოს. საგანგებო მდგომარეობის შემოღება, მედია საშუალებების დახურვა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება"
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას