კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამნესთი ინთერნეშნალ“: პოლიციის მიერ მომიტინგეების დარბევის ფაქტი ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს

8 ნოემბერი, 2007
8 ნოემბერი, 2007 წელი

საჯარო განცხადება

„ამნესთი ინთერნეშენალი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს 7 ნოემბერს, თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევის  ფაქტის გამოძიება, კერძოდ გამოიყენა თუ არა პოლიციამ ძალა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ პოლიციას მიეცა ბრძანება, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოეყენებინა ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. მიტინგში ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ ზედიზედ სამი დემონსტრაცია დაარბია. თვითმხილველებმა „ამნესთი ინთერნეშენალს“ მიაწოდეს ცნობები პოლიციის მიერ დემონსტრანტების ცემისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, დაზარალებულებს  შორისაა საქართველოს სახალხო დამცველიც. დაახლოებით 500-მდე ადამიანმა გაიარა  სამედიცინო შემოწმება, მათ შორის 24-მა პოლიციელმა.

7 ნოემბრის საღამოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან რუსული სპეცსამსახურები ანტისამთავრობო აქციების ინიცირებასა და მათთვის დახმარებაში დაადანაშაულა. საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად გამოცხადდა თბილისში 48 საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გავრცელდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 15 დღით. საგანგებო მდგომარეობით იზღუდება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლება (მუხლი 24, საქართველოს კონსტიტუცია), შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება (მუხლი 25) და გაფიცვის უფლება (მუხლი 33). იმავე დღეს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, ორი კერძო ტელეკომპანია „იმედი“ და „კავკასია“ იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ მაუწყებლობა. მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს აქვს უფლება განახორციელოს მაუწყებლობა საგანგებო მდგომარეობის დროს.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 7 ნოემბერს დაახლოებით 17:00 საათისთვის იგი შეესწრო ფაქტს, როდესაც პოლიცია არბევდა იმ დემონსტრანტებს, რომელთაც თავი თბილისის ცენტრში მდებარე ეკლესიას შეაფარეს. დარბევის შედეგად დემონსტრანტებმა პოლიციელებს დაუშინეს ქვები, თუმცა მათი მოთხოვნისთანავე შეწყვიტეს ქვების სროლა. მიუხედავად ამისა, სპეცდანიშნულების რაზმის სხვა დანაყოფებიც მოვიდნენ და დაიწყეს დემონსტრანტთა ცემა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ომბუდსმენმა გამოთქვა პროტესტი, რადგან პოლიციელები იმ ადამიანებსაც ცემდნენ, რომლებიც უკვე მიწაზე  წინაღმდეგობის გარეშე იწვნენ. ამის შემდეგ  მასაც დაარტყეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის ერთ-ერთ თანამშრომელს დანიელ მგელიაშვილს თავში ჩაარტყეს, როდესაც მან პოლიციისგან მოითხოვა თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველზე თავდასხმისაგან.

უცხოელი დამოუკიდებელი ჟურნალისტების იუწყებიან, რომ მათ ნახეს, როგორ გამოათრიეს პოლიციელებმა მაღაზიებიდან პირები, რომლებიც არ იყვნენ ჩართულები ამ მოვლენებში. მათ შორის ოთხმა პოლიციელმა გამოათრია ერთი კაცი აფთიაქიდან და ფიზიკურად გაუსწორდს მას.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მეხუთე პრინციპის მიხედვით პოლიცია ვალდებულია: „თავი შეიკავოს... და დანაშაულის შესაბამისად იმოქმედოს, რათა მიღწეულ იქნას ლეგიტიმური მიზანი“. პოლიციას აგრეთვე მოეთხოვება,  „შეამციროს ზარალი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე“. მე-8 პრინციპი კი განაპირობებს: „გამონაკლისი გარემოებები, როგორიცაა საშინაო პოლიტიკური არეულობა ან სხვა სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს მოცემული ძირითადი პრინციპებიდან გადახვევის მიზეზი“.

„ამნესთი ინთერნეშენალმა“ მკაცრად მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას,  ყურადღება მიაქციოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამებასა და სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებულ დიდი ხნის პრობლემებს. ბოლო თვეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოააშკარავა აღნიშნული პრობლემები. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად დაქვეითებულია საპყრობილეში ადამიანთა წამებისა და სასტიკად მოპყრობის გამოვლენის მექანიზმები“ და დაგმო პოლიციის მიერ თავიანთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები (ძირითადად ეჭვმიტანილთა დაკავებისას), კომიტეტმა ასევე დაგმო ის ფაქტი, რომ ხშირად პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას ადამიანთა სიკვდილი მოსდევს.

წამების, სასტიკი მოპყრობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების აღმოფხვრის მიზნით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს „მკაცრი ზომების გატარება“, რაც მოიცავს დანაშაულის დაუყოვნებელ  და მიუკერძოებელ  გამოძიებას, ასეთი გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.


ახალი ამბები