კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა ნათელაშვილი აშშ-ს თავისი ოჯახისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

12 ნოემბერი, 2007

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი ოჯახისათვის პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ტეფტს ნათელაშვილის პირადი წერილი გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს რეალური საფრთხეები, პარტიის ლიდერის მეუღლეზე და ორ მცირეწლოვან შვილზე შესაძლო ნებისმიერი სახის ზეწოლის განხორციელებისა. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ შალვა ნათელაშვილს არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია და „უბინძურესი სიცრუეა ხელისუფლების პირველი პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი რუსეთში გამგზავრების შესახებ”.

შალვა ნათელაშვილი ჯონ ტეფტს თხოვნით მიმართავს, რომ „სააკაშვილმა შეწყვიტოს მასზე რეპრესიული სამართლებრივი, პოლიტიკური დევნა“ და მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მიეცეს პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება.

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ინსტიტუტის – „ნიქსონ ცენტრის” პრეზიდენტმა დიმიტრი საიმსმა ლეიბორისტული პარტიის წევრთან ნესტან კირთაძესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „მზად არის საჭიროების შემთხვევაში თავად ჩავიდეს თბილისში, მანამდე კი იგი თეთრ სახლში და სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან შესაბამის პროცედურებს განახორციელებს საქართველოში რეპრესიების შეწყვეტასთან, ნათელაშვილის პოლიტიკურ დაცვასთან და ნორმალურ რეჟიმში ქვეყნის უსწრაფესად ჩადგომასთან დაკავშირებით”. 

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები