კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განახლდა ტელეკომპანია „25-ე არხის“ მაუწყებლობა

19 ნოემბერი, 2007

18 ნომბერს, საღამოს, ბათუმის ტელეკომპანია „25-ე არხის“  მაუწყებლობა განახლდა.
არხის ეთერი 7 ნოემბერს,  გვიან ღამით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გაითიშა.

ტელეკომპანიას პოლიციის თანამშრომლები ეწვივნენ და მაუწყებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. ამასთან,  სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის კუთვნილი სარელეო გადამცემი აპარატურა წაიღეს. ამ მოწყობილობით „25 არხის“  სტუდია ცენტრალურ გადამცემს უკავშირდებოდა, რისი საშუალებითაც ტელეკომპანიის მაუწყებლობა ხორციელდებოდა.

ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი სურმანიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სარელეო გადამცემი მოწყობილობა დააბრუნეს. თუმცა, სურმანიძის თქმით, აჭარის შსს კვლავ არ იძლევა განმარტებას,  თუ  რის საფუძველზე მოხდა „25-ე არხის“  გათიშვა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები