კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოცხოეწერიდან დევნილებს საცხოვრებლად ფოთში გადაიყვანენ

23 სექტემბერი, 2011

თბილისიდან განსახლებულ, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილთა ნაწილს ფოთში, ახალ რაიონში ჩაასახლებენ. ამის შესახებ tspress.ge-ს ერთ-ერთმა დევნილმა განუცხადა.

მისი თქმით, დევნილების ფოთში გადაყვანის მიზეზი, ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელებაა, რისთვისაც ფოცხოეწერში ათასობით მუშა ხელის  ჩაყვანა იგეგემება. ხუდონჰესის მუშების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის კი დევნილებს ბინების დაცლა მოუწევთ.

ერთ-ერთი დევნილის თქმით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ფოცხოეწერში დევნილების ხელახალი აღწერა ჩატარდა.

„ინდოელმა ინვესტორებმა დაათვალიერეს ის კორპუსები, სადაც თბილისიდან ჩამოყვანილი დევნილები ვცხოვრობთ. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ  ჩვენი საცხოვრებელი კორპუსები დაიწუნეს“, - აცხადებს დევნილი.

დღევანდელი მონაცემებით, ფოცხოეწერში 2010 წელს თბილისიდან  ჩამოყვანილი  ოცამდე ოჯახი ცხოვრობს.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მდინარე ენგურის  ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე სამშენებლო სამუშაოებს ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკალ ლიმიტედი“განახორციელებს.

ხუდონჰესი მდ. ენგურზე ქ. ზუგდიდიდან 75 და ენგურის კაშხლიდან 35 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთის მიმართულებით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 1979  წელს დაიწყო და 1989 წელს შეჩერდა.

tspress.ge

ახალი ამბები