კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი მოსამართლეები სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარედ ყიფიანის ყოფნას კანონდარღვევად მიიჩნევენ

13 თებერვალი, 2006

ყოფილი მოსამართლეები სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარედ ყიფიანის ყოფნას კანონდარღვევად მიიჩნევენ

თბილისი.10.02.06.მედიანიუსი. უზენაესი სასამართლოდან გათავისუფლებული მოსამართლეები საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარედ კახაბერ ყიფიანის ყოფნას კანონდარღვევად მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკის იურისტთა ასოციაციაში  დღეს მოსამართლეებმა პრესკონფერენციაზე გამართეს. ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ აღნიშნა‚ რომ მოსამართლეებმა სადისციპლინო საბჭოსგან კახაბერ ყიფიანის იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის სტაჟთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს. „როგორც აღმოჩნდა‚ ყიფიანმა 2001 წელს ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის ეკონომიკური და სამართლის ინსტიტუტი დაამთავრა. 2004 წლის 12 აგვისტოს კი ის ჯერ სადისციპლინო საბჭოს წევრად‚ შემდეგ კი‚ იმავე დღესვე მის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამდენად‚ მას სპეციალობით მუშაობის სამ წლამდე სტაჟი აქვს. ამით კი ირღვევა სადისციპლინო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი‚ რომლის თანახმადაც, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრს სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს‚“ - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ყოფილი მოსამართლეები აპირებენ სასამართლო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართონ და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2004 წლის 12 აგვისტოს მიღებული ადმინისტრაციული აქტის უკანონოდ ცნობა მოითხოვონ.

სწორედ ამ გადაწყვეტილებით‚ 12 აგვისტოს კახაბერ ყიფიანი ჯერ სადისციპლინო საბჭოს წევრად‚ შემდეგ კი‚ მის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ყოფილი მოსამართლეები სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს‚ 13 თებერვალს შეიტანენ.

ახალი ამბები