04:40, Tuesday, 18.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

იეჰოვას მოწმის გამართლების შემდეგ პროკურატურამ გაურკვეველი გამოძიება დაიწყო

23.03.2015

 
ნათია გოგოლაშვილი

„2015 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ მიერ მითითებული იყო დაბა ასპინძაში მცხოვრები გელა და ლელა შველიძეების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - ამ შინაარსის წერილი მიიღო იეჰოვა მოწმეთა ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამ ასპინძის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ზვიად ივანიძისგან.

ახალციხის რაიონული სასამართლომ რამდენიმე თვის წინ (2014 წლის ნოემბერი) იეჰოვას მოწმე ლელა შველიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას“ გულისხმობს. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იყო ასპინძაში მცხოვრები ზინა ზედგინიძე-ნინუა. 2015 წლის 15 იანვარს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ლელა შველიძე გაამართლა. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისა ლელა შველიძეს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანიც იცავდა. ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე პოლიციისა და პროკურატურის იმ წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, ვინც წინასწარი გამოძიებისას ლელა შველიძის უკანანონო მეთოდებით დევნას ახორციელებდა.

თამარ ავალიანის თქმით, პროკურატურის მხრიდან შველიძეზე ბრალის წარდგენა სუბიექტური საფუძვლით იყო მოტივირებული და საქმეში რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნებიც გამოიკვეთა. 

„მას შემდეგ, რაც ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლელა შველიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა, ადვოკატებმა დავაყენეთ მოთხოვნა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ პროკურორისა და პოლიციელების მიმართ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, კერძოდ - შველიძის წინააღმდეგ ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაგრამ პროკურორის მიმართ, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ზედამხედველი იყო, გამოძიება ჯერჯერობით დაწყებული არ არის“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი.

იეჰოვას მოწმეთა ადვოკატის, მანუჩარ ციმინტიას თქმით, ასპინძის რაიონული სამმართველოდან მიღებული წერილის მიხედვით, ბუნდოვანია, ვის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, რადგან წერილში მხოლოდ მითითებულია, რომ კონკრეტულ ფაქტზეა გამოძიება დაწყებული, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. 

ციმინტიას თქმით, ასევე ბუნდოვანია, თუ რატომ არის გამოძიება დაწყებული სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა). მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, ერთ-ერთი ინცინდენტის დროს ზინა ნინუა ხელით მართლაც შეეხო ლელა შველიძეს, მაგრამ ცემის ფაქტი არ ყოფილა, ასევე ადგილი ჰქონდა ზინა ნინუას მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. მანუჩარ ციმინტიას აზრით, ზინა ნინუას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა დაწყებულიყო, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულიყო.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC