00:40, Sunday, 16.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გენდერი სისხლის სამართალწარმოებაში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები

19.03.2021

 
2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივნისამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) ბულგარეთის განვითარების ფონდის და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“, რომლის მიზანი გახლდათ ქალთა მიმართ ძალადობის შედეგად დაზარალებულ და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალთა საქმეებზე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, სასამართლო და პროკურატურის ორგანოების პასუხისმგებლობის გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც კანონმდებლობის სრულყოფის, ისე მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაული დღესაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის.

მონიტორინგის ანგარიშში მოცემული სტატისტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი და სისტემატიზებული სტატისტიკური ბაზა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულის თაობაზე ყოველმხრივ დამუშავებული ინფორმაციით. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი ხელს შეუწყობს ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ყველა აქტორს, განახორციელონ სწორი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები. ამავე დროს, დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისა და წარმართვისათვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ქვეყანაში დაფიქსირებული ძალადობრივი დანაშაულის რიცხვი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტი მიზნად ისახავდა, გამოევლინა, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი სამართალწარმოების პროცესში დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ქალების მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, როგორებიცაა: შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობა, უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე, დაცვის უფლება, სასამართლო შტოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სხვა; ასევე - ცნობიერების ამაღლება და იმ ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც დაბრკოლებას წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მხრივ, იმ საქმეებში, სადაც ქალები არიან დაზარალებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულებზე გამოტანილ განაჩენებში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, ძირითადად, გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, სადაც სასამართლოს მონაწილეობა ნომინალურია. მოსამართლეები შინაარსობრივად არ სწავლობენ საპროცესო შეთანხმების პირობებს და არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა ნარკოდანაშაულებზე გადაწყვეტილების გამოტანისა და სასჯელის დანიშვნის დროს. აგრეთვე, პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიებებზე სასამართლოს მიერ განხორციელებული კონტროლის ხარისხი. გადაწყვეტილებებიდან არ იკვეთება და არც არის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით  ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები.

მონიტორინგის ანგარიშს თან ერთვის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, საერთო სასამართლოებს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე შეუსრულებელია, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, პოლიტიკის დაგეგმვისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს არსებულ პრევენციულ მექანიზმებზე და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას; ძალადობრივი დანაშაულების საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას; - გენდერული ნიშნით ჩადენილი ქმედების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ანალიზის პრაქტიკის დანერგვას, დროული, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC