23:15, Saturday, 15.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გენდერული თანასწორობის პრობლემა საქართველოში

24.03.2021

დღემდე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა. ამასთან, აღსანიშნია, რომ ქალების და გოგონების გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების კონცეფცია დაკავშირებულია მათ წინააღმდეგ მიმართული სტრუქტურული დისკრიმინაციის სისტემასთან. 

ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომლის მიმართ შვიდი წლის წინ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თანასოფლელების მხრიდან განხორციელდა სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა ქალის სიკვდილი. გამოძიება თავიდანვე დაიწყო არასწორი კვალიფიკაციით, კერძოდ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა ხომ არ იყო თვითმკვლელობის ინსცენირება, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. 

აგრეთვე, გარემო, სადაც აღნიშნული შემზარავი ძალადობა მოხდა წარმოადგენს თემს, სადაც დამკვიდრებულია სტერეოტიპული, დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოსთვის დღემდე გამოწვევად რჩება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა  და  „საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე და მოითხოვა საერთაშორისო დონეზე დადგინდეს ხანუმ ჯეირანოვას სასტიკი ცემის ფაქტში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი.

ზემოაღნიშნული გადაუჭრელი პრობლემის შედეგია ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის უმძიმესი საქმე. მოზარდის ოჯახი გასული წლის ზაფხულში მამაკაცის მხრიდან გოგონაზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მათ ორი თვის წინ, სავარაუდო მოძალადის განმეორებით გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს და აღნიშნულზე პოლიციას მიმართეს, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირების მიუხედავად, პოლიციამ პირი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის მიზეზით არ დააკავა, რასაც მოზარდი ემოციურად განიცდიდა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფო კვლავ პასიურ როლს ასრულებს არსებული პოლიტიკის შეცვლაში, რასაც ადასტურებს ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სახელმწიფო გულგრილად ეკიდება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების საკითხს. 

სამწუხაროდ, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ეფექტურად აღსრულებას და არ ახდენს საქმეზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას, რაც არსებულ ისედაც უმძიმეს რეალობას ამწვავებს და მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განვითარებას არ უწყობს ხელს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი

   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC