18:53, Friday, 14.05.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისია

27.03.2021

 
საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. წლების მანძილზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კამპანიებში მონაწილეობის თუ კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ცდილობს ამ მძიმე პრობლემის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანას. 2016 - 2018 წლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებდა პროექტს ქალების უფლებების დასაცავად ქვემო ქართლის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. პროექტით დათქმულ ვადებში, ცენტრის იურისტებს ქალთა უფლებების დარღვევის საკმაოდ ბევრ და მძიმე საქმეზე მოუწიათ მუშაობა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემატური იყო იმ მსხვერპლი ქალების საქმეები, რომლებიც ქვემო ქართლის ან კახეთის ეთნიკური უმცირესობების თემს მიეკუთვნებოდნენ. აქ ორგანზიაციას უწევდა მუშაობა და ბრძოლა, ერთის მხრივ, ქვეყანაში ჯერ კიდევ არარსებული ეფექტური მექანიზმების შექმნისთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ თემში არსებული არასწორი სტერეოტიპების ნგრევისა და ქალების როლის გაძლიერებისთვის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მრავალწლიანი მუშაობის დამსახურებით, ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. ადვოკატირებამ და კამპანიურმა მოძრაობებმა  შედეგი გამოიღო  და ქალები უფრო მეტად დაცულები და ინფორმირებული გახდნენ. 2018 წლის იანვარში:
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის უშუალო დანიშნულება არის ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება;
  • 2017 წელს საქართველომ მოახდინა  ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება;
  • მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ ქართული კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ სჯის ფემიციდს.  
2016-2018 წლებში წარმოებაში არსებული საქმეებიდან ყველაზე მძიმე კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების სავარაუდო ფაქტებზე მუშაობა აღმოჩნდა. ამ მძიმე საქმეზე რთული იყო სავარაუდო დაზარალებულის პოვნა, ყველა მხარე დუმდა და კატეგორიულად უარყოფდა მსგავსი პრაქტიკის არსებობას. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობდა მედია, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მახინჯი პრაქტიკის აღმოფხვრის ერთ-ერთი ეფექტური გზა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება იყო, რომელშიც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალიების დასახიჩრებას“ (მუხლი 38). 

2017, 2018 წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ადამიანის უფლებათა ცენტრს ქალთა უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით მთელი რიგი რეკომენდაციები ჰქონდა შემუშავებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ. მისასალმებელია, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა, გამოწვევები და ხარვეზები კიდევ ძალიან ბევრია. ამას ცხადყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ფემიციდის ფაქტების მაღალი სტატისტიკა. 2020 წელს საქართველოში 11 ქალი მოკლა ქმარმა, ყოფილმა ქმარმა, პარტნიორმა ან სხვა პირმა  გენდერული მოტივით. ქვეყანაში, სულ 2607 ოჯახში ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 1686 ფაქტზე მოახდინა რეაგირება. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Do you positively evaluate the system of obligatory accumulative pension?
Yes No I cannot answer

BLOG

They wait for me in Abkhazia
Last time, I visited Abkhazia five years ago. Since then, not a day goes by without thinking about it, without missing the Abkhazian
Detailed...
Another proposal on agreement
Women – victims of violence
Archive






EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2021 HRIDC