კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სკანდალური მილი, საიდანაც უსამართლობამ გაჟონა

7 აპრილი, 2009
გაგრძელება რატომ არ შედგა მივლინება მიწის ქვეშ?! განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის (#4580/18) დეტალებს მოსამართლე, თავად ექსპერტები და ადვოკატები ორი დღის განმავლობაში არკვევდნენ და ხშირად კურიოზულ მდგომარეობამდეც მიდიოდნენ. ექსპერტები დასმულ შეკითხვებს ხანდახან ისეთ პასუხებს სცემდნენ, რომ სერიოზულად იბადებოდა ეჭვი, საერთოდ ესწრებოდნენ თუ არა ეს ადამიანები ექსპერტიზის პროცესს, ან, საერთოდ, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ექსპერტებმა მხოლოდ ის შეამოწმეს, რაც მიწის ზევით ჩანდა, არადა, სამუშაოების დიდი წილი სწორედ მიწის ქვეშ იყო ჩატარებული. სასამართლოს შემადგენლობა მოწმე გახდა ბრალდებულის ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძესა და განმეორებითი ქსპერტიზის მონაწილე სპეციალისტს მამუკა კალანდაძეს შორის გამართული ასეთი დიალოგისა: