ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლის ქსელისა და უფლებადამცელთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი ორგანიზაციები, მოგიწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, შეწყვიტოთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, რომლებიც შეიცავენ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და მინიშნებებს, თითქოს მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას. 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ სიტყვიერი თავდასხმები გახშირდა. არსებული სიტუაცია ემსგავსება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.