კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაიას საქართველოს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს

7 მაისი, 2024
 
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე "ვახტანგ მაისაია საქართველოს წინააღმდეგ". 

2009 წელს დაკავებული სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაიასაია თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვახტანგ მაისაია აცხადებდა, რომ იგი დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გლდანის ციხეში, სადაც იმ დროისთვის წამებას სისტემური სახე ჰქონდა. წამების შედეგად მაისაიასგან გამოძიებამ მიიღო აღიარებითი ჩვენებები, რაც მის წინააღმდეგ გამოიყენა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა გლდანის ციხეში განმცხადებლის არასათანადო მოპყრობის და კომპეტენტური ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოძიების ჩაუტარებლობის შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას როგორც მატერიალური, ისე პროცედურული კუთხით. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ ვახტანგ მაისაიას უნდა გადაუხადოს 15,000 ევრო. 

ვახტან მაისაიას სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე სტრასბურგის სასამართლოში.

ახალი ამბები