კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელი ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო დაპატიმრება, ცემა და უარი დროულ სამედიცინო დახმარებაზე

აზერბაიჯანელი ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო დაპატიმრება, ცემა და უარი დროულ სამედიცინო დახმარებაზე

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის

განცხადება

ბაზალეთი, საქართველო
2009 წლის 17 ივლისი

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის წევრები გმობენ ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის (აბდულაიევი) უკანონო დაპატიმრებას, ცემას და უარს დროულ სამედიცინო დახმარებაზე.

ადნან ჰაჯიზადე ახალგაზრდული მოძრაობის „ოლ“-ის კოორდინატორი და ცნობილი ვიდეო-ბლოგერია; ემინ მილი ახალგაზრდული ქსელის (AN)-ის თავჯდომარე და ინტერნეტ-ტელევიზიის ANTV ლიდერია; ისინი ბაქოში 2009 წლის 8 ივლისს დააკავეს.

ქსელის ინფორმაციით,  8 ივლისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ორმა ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის, როდესაც ისინი ბაქოში ერთ-ერთ რესტორანში სადილობდნენ. უცნობებმა მათ მიმართეს კითხვით „რატომ აკრიტიკებთ ხელისუფლებას?“

როდესაც ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები პოლიციის განყოფილებაში საჩივრის შესატანად მივიდნენ, საბაილის რაიონის პოლიციის განყოფილებამ მათ სამედიცინო დახმარებაზე უარი განუცხადა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221.2.1 მუხლის მიხედვით). ჰაჯიზადესა და მილის უარი ეთქვათ ადვოკატის არჩევაზე და ამის უფლება მათთვის მომდევნო დღემდე არ მოუციათ. 2009 წლის 10 ივლისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის დაპატიმრება მათ ბოლოდროინდელ საქმიანობას უკავშირდება. ხელისუფლების სურდა ხელი შეუშალა მათთვის აღნიშნულ საქმიანობაში.

სამხრეთ კავკასიური ქსელის მიმართვაში აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ნათქვამია, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს უკანონოდ დაპატიმრებული, როგორც ეს აზერბაიჯანის კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით არის გარანტირებული.

სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა ქსელის წევრი 30 ორგანიზაცია მიმართავს აზერბაიჯანის მთავრობას

• დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი, ვინაიდან არ არსებობს მათი დაპატიმრების იურიდიული საფუძველი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალის სტანდარტებს; ამასთან უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და სამართლიანი სასამართლო და უზრუნველყოფილი იყოს პროცედურალური ნორმების დაცვა ნებისმიერ დროს;

• ჩატარდეს დაუყოვნებელი, ეფექტური, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და მისი შედეგები გახდეს საჯარო იმისათვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს კანონის შესაბამისად;

• უზრუნველყოს ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ხელშეუხებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, რომლის წევრიც არის აზერბაიჯანი;

• ორივე დაკავებულს ჩაუტარდეს სამედიცინო შეამოწმება დამოუკიდებელი ექიმების მონაწილეობით; აუცილებელია დაკავებულებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა

მიმართვა გაეგზავნა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს
აზერბაიჯანის პროკურატურას
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს
აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების ცენტრს
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს, პროსპექტ სტროიტელეის
აზერბაიჯანის საგარეოს საქმეთა მინისტრ, ელმარ მამედიაროვს
ევროკავშირის  მუდმივმოქმედ მისიას აზერბაიჯანში
ბრიუსელში აზერბაიჯანის საელჩოს
აზერბაიჯანის სახალხო დამცველ, ელმირა სულეიმანოვას


მიმართვის ასლები გაეგზავნა:

ევროკომისიის წარმომადგენლობებს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაეროს სპეციალურ მომხსენებელს
ვარშავაში ეუთოს ოფისს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს ადამიანის უფლებათა ფოკუსის ოფისს
ნორვეგიის საელჩოს აზერბაიჯანში
შვედეთის საელჩოს საქართველოში
საფრანგეთის საელჩოს აზერბაიჯანში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აზერბაიჯანში