კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეფორმირებული სასამართლო - ფასადი და ფასადს მიღმა

რეფორმირებული სასამართლო - ფასადი და ფასადს მიღმა

16 ოქტომბერს, 18 საათზე „სტუდია რეპორტიორი“ და „სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი“ გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე  „რეფორმირებული სასამართლო - ფასადი და ფასადს მიღმა“.

შეხვედრაზე მოეწყობა „სტუდია რეპორტიორის“ საგამოძიებო ფილმის „კუბლაშვილის საჩუქრები“ საპრემიერო ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართება საჯარო დისკუსია ადამიანის უფლებათა დამცველების, იურისტების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

დისკუსიის თემაა რეფორმირებული ქართული სასამართლო სისტემა, რეფორმის მიღწევები და ნაკლოვანებები. საუბარი ასევე შეეხება იმ პრობლემებს, რომლებსაც პრაქტიკოსი იურისტები აწყდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის დროს რეფორმირებული სასამართლო სისტემის ფარგლებში.

მოწვეულ სტუმართა შორის სიტყვით გამოვლენ „კონსტიტუციის 42 მუხლის“  აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე, ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

დისკუსიას გაუძღვება „სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში ანა ნაცვლიშვილი.

შეხვედრა გაიმართება არტ-კაფე „ქარავანში“ 2009 წლის 16 ოქტომბერს, 18 საათზე.  მისამართი: თბილისი, ფურცელაძის # 10.  

 „სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი“ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება რეგიონში.

 საქართველოში „სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელს“ კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. პროექტის საერთაშორისო პარტნიორია „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ (ნორვეგია).

პროექტი ხორციელედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ანა ნაცვლიშვილს
ტელ:  (+995 32) 38 46 48; (+995 57) 36 26 84