კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა კონკურსის „ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

ჟურნალისტთა კონკურსის „ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

ადამიანის უფლებათა ცენტრი და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ იწვევს ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს ჟურნალისტთა კონკურსის „ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან გამარჯვებული ორ ნომინაციაში „საუკეთესო სტატია“ და „საუკეთესო საგამოძიებო სტატია“.
 
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება არტ-კაფე „ქარავანში“ 2009 წლის 25 დეკემბერს, დღის 12 საათზე.  მისამართი: თბილისი, ფურცელაძის # 10.  

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში.

 საქართველოში „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს“ კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ქსელის საერთაშორისო პარტნიორია „ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი“ (ნორვეგია).

პროექტი ხორციელედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. იხილეთ PDF ფაილი

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ანა ნაცვლიშვილს, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორს საქართველოში.
ტელ:  (+995 32) 38 46 48; (+995 57) 36 26 84