კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

30 ივნისს, 13.00 საათზე, კინოს სახლში (მის.: ძმები კაკაბაძეების ქ. №2) „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწყობს პრეზენტაციას ახალი დოკუმენტური ფილმისა „დაწიოკება საქართველოს სახელით“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელევიზიო სტუდიის ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დევნაზე.

გიორგი ხეთაგური 2006 წლის ოქტომბერში 1 აბი სუბოტექსის შეძენის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წლით დააპატიმრეს. გათავისუფლების სანაცვლოდ მას საქართველოს ძალოვანი უწყებების სასარგებლოდ ცხინვალში აგენტურულ საქმიანობას სთავაზობდნენ, რაზეც ხეთაგურმა უარი განაცხადა. 3 წლის განმავლობაში ოჯახმა და ახლობლებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა გიორგი ხეთაგური.

ფილმში ასევე მოთხრობილია ახალგორიდან თბილისში კაკლის გასაყიდად ჩამოსული ხათუნა ჩარაევას დაპატიმრების ისტორია. ჩარაევას 30 000 ყალბი აშშ დოლარის ტრასპორტირება დაედო ბრალად. საქმე საიდუმლო გრიფით წარიმართა და საბოლოოდ, ქართულმა მხარემ პატიმარი, საპროცესო გარიგების შედეგად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ტყვეებში გაუცვალა.

ჟურნალისტური გამოძიების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“.

საკონტაქტო პირი: გიორგი ჯანელიძე
ტელ.: 376950; 384648
e-mail: hridc@hridc.org
web-site: www.hridc.tv;  www.humanrights.ge