კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ადამიანის უფლებებზე სტუდენტებისთვის

კონკურსი ადამიანის უფლებებზე სტუდენტებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში ადამიანის უფლებათა თემაზე საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის გამოსავლენად.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიზანია, აღნიშნული კონკურსით სიღრმისეულად გააქტიუროს სტუდენტებსა და ახალგაზრდებში დისკუსია ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა გამოაგზავნოთ CV და ადამიანის უფლებათა თემაზე შექმნილი ნამუშევრები, რომელთაგან საუკეთესო განთავსდება ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელის ვებ გვერდზე: www.humanrightshouse.org 

საკონკურსო ნამუშევარი უნდა შეეხებოდეს  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ  რომელიმე უფლებას. ამასთან, ის უნდა ასახავდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კონვენციით დაცულ რომელიმე უფლებასთან და პრაკტიკაში მისი გამოყენების ეფექტურობას.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის არის შესაძლებელი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად და გამარჯვებულს გამოავლენს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან  შემდგარი ჟიური. კონკურსის  მონაწილეებს და გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები.

საკონკურსო ნამუშევრები განთავსდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გვერდზე facebook-შიც, სადაც ყველაზე პოპულარული თემების ავტორებისთვის გათვალისწინებული იქნება წამახალისებელი სიურპრიზები.

საკონკურსო მოთხოვნები:

• ნამუშევრები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში
• გამოგზავნილი მასალების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500-იდან 2000 სიტყვას;
• თემები მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა კონკურისის მეორე ეტაპზე გასული თემების ავტორებს ევალებათ მოგვაწოდონ ნამუშევრები ინგლისურ ენაზეც;
• ავტორმა მოყვანილი ფაქტების მოვლენების ციფრების და ა.შ. დასადასტურებლად სავალდებულოა მიუთითოს წყარო, რომელსაც ეყრდნობა კვლევა, თუ ესა თუ ეს მონაცემები;
• ასევე მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, უნივერსიტეტის, ფაკულტეტის და კურსის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.


დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgiayouthclub@gmail.com 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 18 საათი.

გამარჯვებული ნამუშევრები გამოვლინდება 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციაზე.

კონკურსი ტარდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - „ახალგაზრდული კლუბი - ადამაინის უფლებებზე“ ორგანიზებით და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.

გისურვებთ წარმატებებს!