კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვორქშოფი ჟურნალისტებისათვის მსხვერპლის ინტერვიუირების ტექნიკაზე

ვორქშოფი ჟურნალისტებისათვის მსხვერპლის ინტერვიუირების ტექნიკაზე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: მსხვერპლის ინტერვიუირების ტექნიკა.

მოწვეული ტრენერები იქნებიან: ნატო ზაზაშვილი (კავშირი საფარი) და მაია ცირამუა (წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი).

ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მედიის (ბეჭდვითი თუ ელექტრონული)  წარმომადგენლებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

რეგიონალურ ჟურნალისტებს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტის ხარჯები.

ვორქშოფი ჩატარდება 2011 წლის 23 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში.

მისამართი: ქ. თბილისი,  ძმები ზუბალაშვილების 7ბ, მე-5 სართული.

ტელ.: (+995 32) 2 14 80 94

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ CV და მოტივაციის წერილი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mediacentre.hrht@gmail.com

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2011 წლის 20 დეკემბერი,  15:00 სთ.

საკონტაქტო პირი: მედიაცენტრის კოორდინატორი - შორენა ლათათია (+995) 598 51 91 26