კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის პრემიერა - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში

ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის პრემიერა - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში

 

 დღეს 16.00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს პრემიერას ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმისა „პოლიტემიგრანტის ისტორია“. 

ემიგრაციაში მყოფმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ თავისი ახალი ნამუშევარი ტელეკომპანია „მზერას“ მხარდაჭერით მოამზადა. 

ფილმი ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გაუჩინარებისა და საქმის გამოძიების უცნობ დეტალებზე მოგვითხრობს. კერძოდ, მასში ასახულია, როგორ ცდილობდა „უჩინარი ხელი“, ლევან კალაძის საქმის გამომძიებლები სწორ კვალს ასცდენოდნენ, რატომ დააპატიმრეს გამომძიებელი ბათუ საღინაძე და როგორ „გახსნა“ ვანო მერაბიშვილის უწყებამ ერთი და იგივე საქმე ორჯერ თვალშისაცემი დარღვევებით.

ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის საპრემიერო ჩვენების ორგანიზატორია ადამიანის უფლებათა ცენტრი. 

მისამართი: თბილისი, ქანთარიას 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

(ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარი ტერიტორია)

 საკონტაქტო პირი: 599 90 60 94 - ალეკო ცქიტიშვილი 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრი