კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს

გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს

დღეს 20 მაისს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში (მის: თბილისი, ყაზბეგის 3 ა. მე–2 სადარბაზო, მე–4 სართ) პრესკონფერენციას გამართავს გაუჩინარებული მოჯაჰედის, მაგამედ მაგამედოვის დედა ჰურულენ აბდულკადიროვა. პრესკონფერენციას მოჯაჰედის მეუღლეც დაესწრება.

მოჯაჰედის დედა მიმართავს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მისი შვილის გაუჩინარების ფაქტით, რათა ის რუსეთის ხელისუფლების ხელში არ აღმოჩნდეს. აბდულკადიროვას განმარტებით, რუსეთში მის შვილზე ძებნაა გამოცხადებული და გადაცემის შემთხვევაში, ის შეიძლება მოკლან.

მაგამედ მაგამედოვი 2013 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 12:40 საათზე თბილისიდან გაუჩინარდა. მანამდე, 2012 წლის 13 დეკემბერს, კიდევ ერთი დაღესტნელი მოჯაჰედი მიქაელ ქადოევი დაიკარგა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი