ხვალ, 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას უცხოელთათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
განხილული იქნება აზერბაიჯანიდან პოლიტიკური მოტივებით დევნილი დაშგინ აღარარლისა და ინგუშეთიდან რუსეთის ფედერაციის მიერ დევნილი ადამ ესმურზიევის საქმეები.
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი