18:59, Wednesday, 28.06.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2017-06-26
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია
19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  
2017-06-16
არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და პოლიციის სისტემის რეფორმას მოითხოვენ
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. 
2017-06-16
'მუსტაფა ჩაბუქის საქმის სამართლებრივი შეფასება' - არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
არასამათავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შეფასების დოკუმენტს უგზავნიან  საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯრომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორს.

2017-06-15
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევის პროცესს
საქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევის საკითხს. 2017 წლის 6 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საბჭოს წევრობის 29 კანდიდატის მოსმენა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ კომიტეტის მუშაობას და საზოგადოებას წარუდგენენ კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შეფასებას. 
2017-06-14
პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს
ა/წ 16 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, კომისიის წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ. 
2017-06-09
კოალიცია ეხმიანება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს.
2017-06-09
საერთაშორისო ორგანიზაციების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ
მოგმართავთ დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამო, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 29 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საღამოს, კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ და მეორე დღეს აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის სააგენტოს ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 
2017-06-08
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწის, დაშგინ აღალარლის საქმის თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნის, უკანონო თვალთვალისა და ექსტრადიციის რისკების ზრდის გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მთელ რიგ უკანონო და დანაშაულებრივ მოქმედებებში საქართველოს სამართალდამცველი უწყებების, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის შესაძლო მონაწილეობა.  
2017-06-08
STATEMENT OF MEMBER ORGANIZATIONS OF EASTERN PARTNERSHIP CIVIL SOCIETY FORUM GEORGIAN NATIONAL PLATFORM REGARDING THE CASE OF AFGAN MUKHTARLI
We, member organizations of Eastern Partnership Civil Society Forum Georgian National Platform hereby express our deep concern due to the suspicious disappearance of Afgan Mukhtarli, Azerbaijani journalist and activist. 
2017-06-06
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტს იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით
2017 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკითხის მომზადებაზე პასუხისმგებელ კომიტეტს, უზრუნველყონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალედა პროფესიულ შეფასებაზე დაფუნებული პროცესი.
2017-06-05
არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების ფაქტს ეხმიანებიან
ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. 
2017-06-05
კოალიცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას ეხმიანება
საქართველოს პარლამენტში განიხილება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
2017-06-02
არასამთავრო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი თქვეს
არასამთავრო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებისადმი პროტესტის ნიშნად ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი თქვეს, ისინი დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში გადატანას და სწრაფ რეფორმებს მოითხოვენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 30 მაისს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მეხუთე ანგარიში. თუმცა, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, მათ ანგარიშის პრეზენტაციაზე უარი განაცხადეს.
2017-05-29
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარეები გაუმჭვირვალე პროცესით
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.
2017-05-26
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს.  24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
2017-05-26
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტის გამოძიების თაობაზე
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ორგანიზაციის იურისტები უკვე ოფიციალურად ჩაერთნენ საქმეში და ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. 
2017-05-22
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს.
2017-05-19
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). 
2017-05-18
ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის კომპეტენციისა და არჩევის წესის შესახებ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა კონსენსუსის მიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის კომპეტენციები და არჩევის წესი.
2017-05-16
სახალხო დამცველის განცხადება მაღაროელთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით
2017 წლის 9 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC