კახეთში ღარიბებს სამედიცინო დახმარების ბარათები ჩამოართვეს
22 თებერვალი, 2008
კახეთში მცხოვრებ ღარიბებს “სიღარიბის დაძლევის პროგრამის” ფარგლებში გაცემულ სამედიცინო დახმარების ბარათებს ართმევენ. რაიონული პოლიკლინიკებისა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილებებების თანამშრომლებს, თითოეული ასეთი ბარათის მიღებაში 3 ლარს უხდიან.
როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” გახდა ცნობილი, ექიმები და სოციალური აგენტები სადაზღვევო კომპანიების დაკვეთას ასრულებენ. ისინი ღატაკებს ავალდებულებენ ბარათები გადასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეუბნებიან, რომ სოციალური დახმარება შეუწყდებათ ან ბარათით ვეღარ ისარგებლებენ.
ის ადამიანები, ვისაც ბარათები ხელთ აღარ აქვთ, სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, საავადმყოფოებში თანხის გადახდას სთხოვენ.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იუსრისტების განცხადებით, მომხდარი კანონდარღვევაა და ექიმებისა და სოციალური აგენტების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტოლფასია.
გელა მთივლიშვილი, კახეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024