Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ვახო კომახიძის სარჩელი "რეალ ტივის" წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში მიიღო

July 27, 2010

ტელეკომპანია „რეალ ტივის“ წინააღმდეგ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო .

როგორც კომახიძის ადვოკატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, საქმე ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა. მისივე განმარტებით, სარჩელი ეხება „რეალ ტივის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს ვახტანგ კომახიძის თავშესაფრის მოთხოვნის თემაზე.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ სიუჟეტში შელახული იყო კომახიძის პატივი და ღირსება, ასევე ადგილი ჰქონდა მის პირად ცხოვრებაში უკნონო ჩარევას. კომახიძე აღნიშნული უფლებების დარღვევის დადასტურებას სასამართლოსგან ითხოვს, იგი ითხოვს ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლურად ერთი ლარის ოდენობით.

ვახტანგ კომახიძესთან ერთად მოსარჩელე არის ასევე მისი შვილი უტა კომახიძე. სიუჟეტში მის ოჯახზეც იყო საუბარი.

სარჩელი „რეალ ტივის“ წინააღმდეგ კომახიძეებმა მაისში შეიტანეს. ახლახანს კი შვეიცარიამ ვახო კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

კომახიძე სამი თვის წინ შვეიცარიაში წავიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაში ხელს უშლიდა და ემუქრებოდა. მან შვეიცარიისგან პოლიტიკური თავშესაფრი მოითხოვა.

ინტერპრესნიუსი

News