კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

13 აპრილს, 15.00 საათზე, თბილისის კინოს სახლში გაიმართება HRIDC.TV-ს ახალი დოკუმენტური ფილმის - „დანიშნული მოწმეების“ პრემიერა.

13 აპრილს, 15.00 საათზე, თბილისის კინოს სახლში გაიმართება HRIDC.TV-ს ახალი დოკუმენტური ფილმის - „დანიშნული მოწმეების“ პრემიერა.

„დანიშნული მოწმეები“ - ახალი ფილმის პრემიერა პოლიტპატიმრის შესახებ

ოთხშაბათს, 13 აპრილს, 15.00 საათზე, თბილისის კინოს სახლში გაიმართება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია  HRIDC.TV-ს ახალი დოკუმენტური ფილმის - „დანიშნული მოწმეების“ პრემიერა.

ფილმში მოთხრობილია სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა შენგელიას ისტორია, რომელიც 2009 წლის გაზაფხულის მასობრივი საპროტესტო აქციების წინ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მსხვერპლი გახდა. იგი უკანონო იარაღის შეძენის, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მცდელობის ბრალდებით, 2009 წლის 23 მარტს დააკავეს.

მამუკა შენგელიას, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრადაა აღიარებული, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3000 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე. მსურველებს დაურიგდებათ ტექსტის თარგმანი და ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.

მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. #2, „კინოს სახლი“