ებრაული თავდაცვითი კონცერნის „ელბით მაარახოტისა“ და საქართველოს ხელისუფლების დავის საკითხს, შესაბამისი უწყებები სწავლობენ. ამის შესახებ 12 აპრილს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა დამატებით დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.
ებრაული თავდაცვითი კონცერნის „ელბით მაარახოტი“ საქართველოს ხელისუფლებას 100 მილიონ დოლარს ედავება. როგორც კონცერნის წარმომადგენლები აცხადებენ, კონცერნსა და საქართველოს მთავრობას შორის 40 უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულებაც საქართველოს მთავრობას დღემდე არ გადაუხდია.
http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13204&lang=geo
ინტერპრესნიუსი