საჯარო დაწესებულებებში თუ საზოგადოებრივ ადგილებში აფეთქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანისთვის კანონი მკაცრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
კანონპროექტის მიხედვით, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება: ასაფეთქებელი ან სხვა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, ინფრასტრუქტურის ობიექტზე ან მათ წინააღმდეგ; ასევე, თუ ეს ქმედებები აღნიშნულ ადგილებში ჩადენილია სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და შესაბამისი ადგილის, დაწესებულების, სისტემის თუ ობიექტების დაზიანების მიზნით, როცა დაზიანება მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს იწვევს, ან მას სავარაუდოდ მოჰყვება დანაკარგი.
ინტერპრესნიუსი