00:39, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილის რეალობა - humanrights.ge-ს რეპორტაჟი

29.10.2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„ქალი ციხეში კი არა სახლში გამოკეტილიც ცოდვაა“, - თავის მოსაზრებას გვიზიარებს ტაქსის მძღოლი, რომელსაც რუსთავის მე-5 ქალთა საპყრობილესთან მივყავართ. ამანათების მისაღებში ჩვილების და პატარა ბავშვების ტირილი ისმის. პატარა გოგონას ვერ ამშვიდებენ - „დედის სანახავად შეგვყავს და ფორმიანების ეშინია“. დედასთან შეჰყავთ ტანასაცმეში ჩაფუთნული მცირეწლოვანი ბავშვიც.

„საპყრობილეში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა პატიმრების სამედიცინო დახმარებას უკავშირდება. აქ თითქმის ყველა პატიმარს კუჭის და ნაწლავების პრობლემა აქვს. მიზეზი კი ციხის საკვებია. ზუსტად წელს ერთ-ერთმა პატიმარმა საჭმელში მატლი იპოვა. ბევრი ასეთ საკვებს ვერ ჭამს და შემდეგ შიმშილისგან ხდება ცუდად. პატიმრები ციხეში კბილის ექიმთან ვერ მიდიან. გავრცელებული ინფექციების გამო შიშობენ, რომ რამე გადაედებათ“, - გვიხნის ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი.  მისი თქმით, საპყრობილის  საკნებში იატაკი არ არის, რის გამოც პატიმარი ქალები ხშირად ცივდებიან. 

„ძალიან მალე დიდი ამბები გასკდება ამ ციხიდან. სერიოზული გარიგებებია ციხის ადმინისტრაციასა და  სამედიცინო ჰოსპიტალს შორის. თქვენ კითხვებს არ გიჩენთ ის გარემოება, რომ ციხეში 30- 40 წლის ქალებს და ზოგადად ქალების უმრავლესობას საშვილოსნო  აქვთ ამოკვეთილი?! შეიძლება ამდენ პატიმარს საშვილოსნოს პრობლემა ჰქონდეს?!“ - საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ახლობლები.

Humanrights.ge  რუსთავის  მე-5 საპყრობილესთან 19 ოქტომბერს მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას ციხიდან გამოსული ადვოკატები აცხადებდნენ,  რომ ციხეში ქალები შიმშილობას აგრძელებენ და საპყრობილეში ბუნტის საფრთხე რეალურად არსებობს.

„დაახლოებით 15 წუთის წინ დამირეკა პატიმარამ და მითხრა, რომ ქალები პროტესტის ნიშნად საკნებში არ შედიან. ეს ყველაფერ კი იმან გამოიწვია, რომ მათ 18 ოქტომბერს ტუბერკულოზზე ჩატარებული ანალიზის პასუხები შეიტყვეს. აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის პლიუს ფორმა საკმაოდ ბევრსა აქვს. პლიუსი, მოგეხსენებათ ნიშნავს ყველაზე საშიშ და გადამდებ ფორმას. საკანში, სადაც 40 ქალია, ათს აღმოაჩნდა ტუნერკულოზის პლიუს ფორმა.

ახლა, როგორც პატიმრები მიყვებიან, მათთან ციხის ადმინისტრაცია შედის და ეუბნება, რომ ანალიზებში არის ცდომილება. უხსნიან, რომ კონტეინერები იყო დაბინძურებული. ეს უსუსური არგუმენტია“, - ამბობს ადვოკატი სალომე არჩვაძე.

მისი თქმით, მე-5 საპყრობილეში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობები არა აქვთ. ისინი იმყოფებიან ისეთ საკნებში, რომლებიც არ ნიავდება. კედლები კი გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც მათ ჯამრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

სალომე არჩვაძის ინფორმაცით, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა პატიმარ ქალს, რომელსაც ჩვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს.

ქალთა საპყრობილეში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას გვაწვდის ორგანიზაცია „კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განთლებით“ წარმომადგენელი,  ადვოკატი ნონა ფილაურიც. ჩვენი თხოვნით მან 19 ოქტომბერს ადმინისტრაციასთან მოშიმშილე პატიმართა გვარები დააზუსტა: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არ შიმშილობენ. თუმცა, ადმინისტრაციასთნ  აღნიშნული საკითხის დაზუსტებისას მითხრეს, რომ ამჟამად შიმშილობს ოთხი ქალბატონი. ესენი არიან: ქეთევან ზარნაძე, თამრიკო ტალიკაძე, ირმა კვარაცხელია და მაია სალუქვაძე. მათი მოთხოვნაა, გადამოწმდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმრება“.

რუსთავის  მე-5 საპყრობილის ადმინისტრაციამ Humanrights.ge-სთან  საუბრისგან თავი შეიკვა. თუმცა, სამხედრო პირების მეშვეობით გადმოგვცა ინფორმაცია, რომ საპყრობილეში მხოლოდ სამი ქალბატონი შიმშილობს.

აღნიშულ ციხეში პატიმართა შიმშილობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უფლებადამცველები შევიდნენ.  მიუხედავად ამისა, პატიმრების მცირე ნაწილმა შიმშილობა გააგრძელა და ისინი კვლავ ყურადღებას ითხოვენ.

პატიმართა ახლობლები და ადვოკატები აცხადებენ, რომ რუსთავის  მე-5 საპყრობილეში არსებულმა პრობლემებმა ახლა ერთბაშად იჩინა თავი, რადგან პატიმრებს ადმინისტრაციის ნაკლებად ეშინიათ და თავიანთი პროტესტით სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი აქვთ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC