19:45, Thursday, 27.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლანჩხუთის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი მიიღო

12.12.2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 დეკემბრის სხდომაზე განსახილველი 7 საკითხიდან უმთავრესი მაინც 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იყო. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკრებულოში განსახილველად ჯერ კიდევ ზაფხულში წარადგინა. საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, მაშინდელი მონაცემები ყოფილ ფინანსთა მინისტრთან იყო შეთანხმებული და ბიუჯეტი 6 მლნ. 216 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. აქედან 5 მლნ 250 ათასი ლარი ტრანსფერის თანხა იყო (როგორც გამოთანაბრებითი, ასევე – მიზნობრივი), ხოლო დანარჩენი – ადგილობრივი შემოსავლები.

ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები ადგილობრივ ბიუჯეტებსაც შეეხო. საკრებულომ გამგეობას 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ზემოაღნიშნული ცვლილებების გამო, უკან დაუბრუნა. ცვლილებების მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე მიიჩნევს, რომ ყველა ის ვალდებულება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს აღებული, აუცილებლად შესრულდება: „გარკვეული კლებაა გამოთანაბრებით ტრანსფერში, მაგრამ არა დიდი დოზით. გვაქვს ადგილობრივი შემოსავლებიც. ასე რომ, 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი არ იქნება წინა წლების ბიუჯეტისგან მკვეთრად განსხვავებული. მიზნობრივ ტრანსფერს მომავალი წლის დასაწყისში მივიღებთ. მიზნობრივი ტრანსფერი, როგორც იცით, უფრო მეტად ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად გვეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობებს. მისი მოცულობა წინასწარ ცნობილი არაა“.

გამგეობამ გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნები და ხელახალი პროექტი წარადგინა საკრებულოში, რომელიც ხუთივე მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა და ის შენიშვნებიც გაითვალისწინა, რაც საკრებულოს წევრებსა და ფრაქციათა თავმჯდომარეებს ჰქონდათ.

საბოლოოდ 2013 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 5 მლნ.830 ათას 700 ლარი შეადგინა. აქედან გათანაბრებით ტრანსფერის ოდენობა 4 მლნ. 364 506 ლარია, მიზნობრივის – 220 ათასი, ხოლო ადგილობრივი შემოსავლები მილიონ 246 200–ს შეადგენს.

საკრებულომ 2013 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად მიიღო.

ნინო მშვიდობაძე, გურია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC