კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით

11 ოქტომბერი, 2013
 
მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ“ 2013 წლის 30 სექტემბერს მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეკომპანიებს თხოვნით, გამოეყენებინათ კანონიერი უფლებამოსილება და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ეცნოთ კვალიფიციურ სუბიექტად, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, ნინო ბურჯანაძისთვის გამოეყოთ უფასო სარეკლამო დრო. ამ მიმართვაზე მპგ-მ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 4 ოქტომბერს მიიღო უარი.
  
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო ტელევიზიებმა კვალიფიციურ საარჩევნო  სუბიექტებად უნდა აღიარონ პრეზიდენტობის ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნების წელს (ამ შემთხვევაში - 2013 წ.) ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობენ.

საქართველოს ორგანული კანონის  „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, „წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად“. 

ამავე მუხლის 3-ე პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის  თანაბრად  განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ. ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში“. 

ხოლო, თუ ვინ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, 30-ე მუხლი: „გამოყოფილი თანხა მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი“: ასევე - „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის 7-ე პუნქტი: „საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების  შედეგებიდან გამომდინარე“.  აქვე  „საარჩევნო კოდექსის“ 51- ე მუხლის  მე-8 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „მაუწყებელი უფლებამოსილია, კვალიფიციურ საარჩევნო  სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება“. 

მართალია, კანონმდებელი არ ავალებს მაუწყებელს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას და მიუთითებს, რომ ის „უფლებამოსილია“, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, თუკი რეალურად დგინდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გამოკითხვებისა და კვლევების შედეგად, სარგებლობს ამომრჩეველთა 4 პროცენტის მხარდაჭერით, იგი მაუწყებელმა უნდა აღიაროს კვალიფიციურ საარჩევნო  სუბიექტად და მასზეც გაავრცელოს „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის 3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ - საეთერო დროის  თანაბრად  განაწილება, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნა და უფასო საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
საზოგადოებრივი დამცველი
მედიის ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

ახალი ამბები