12:53, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალგორში ფორმა 9 სპეციალური საშვით იცვლება

11.03.2014

 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორში ოსური პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი ფორმა 9, რომელიც დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად ახალგორელებისთვის ერთადერთი საბუთია, საშვით შეიცვლება. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ძალაში დაახლოებით 2 თვეში შევა. ცნობილია ისიც, რომ საშვს ის პირი აიღებს, ვისაც ოფიციალური რეგისტრაცია ახaლგორში აქვს და ფორმა 9-ც აქვს აღებული. თუმცა ფორმა 9-ის მქონე ყველა პირს ამ ახალ საშვს არ მისცემენ. 

ფორმა 9-ს საშვი რომ ჩაანაცვლებს – ამაზე საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობდა. რა პროცედურები იქნება გასავლელი, რა ვადა ექნება ახალ საბუთს, რომელი ორგანოები გასცემენ და რის მიხედვით მოხდება შერჩევა იმ პირებისა, ვისაც აღნიშნულ დოკუმეტს მისცემენ, ჯერჯეობით უცნობია. ამ ყველაფრის დაზუსტება სწორედ ახლა მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქ ყველაზე მთავარი ერთი კრიტერიუმი იქნება – პირი, რომელსაც აქვს ფორმა 9, მაგრამ ახალგორში იშვიათად იმყოფება, საშვს ვეღარ აიღებს. 

საგულისხმოა, რომ ფორმა9-ის გარეშე საკმაოდ ბევრი ახალგორელი დარჩა. მართალია, მათი დიდი უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორში ნაკლებად ჩადიოდა, მაგრამ აღნიშნული საბუთის აღება მშობლიურ სახლ-კარში თუნდაც იშვიათად ჩასვლის მიზნით უნდოდა. ასეთებს ახალგორის მილიციაში საპასპორტო განყოფილებაში სწორედ ფორმა9-ის ასაღებად მისულებს გაკვირვებით და აგდებულადაც ეკითხებოდნენ – “აქამდე სად იყავით, ახლა გაგახსენდათ, რომ აქ სახლი გქონდა?!” ასეთების უმეტესობას უარით ისტუმრებდნენ. 

“ფორმა9 ძალიან ბევრმა აიღო. თითქმის - ყველამ, ვისაც ახალგორში აქვს ჩაწერა. მათგან ბევრია ისეთი, რომელიც ან ძალიან იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ლენინგორში, ან საერთოდ არ არის აქ. ასეთებს რად უნდათ ან ფორმა9, ან რაიმე საშვი? ასეთები საშვს ვერ მიიღებენ,” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.    

სხვა დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება. ადგილობრივთაგან ამის შესახებ ინფორმირებული ნაკლებად არიან. ვინც უკვე იცის, ვარაუდობს, რომ სასაშვო პროცედურა, ფორმა9-ს აღების პროცედურისგან განსხვავებით, დიდხანს არ გასტანს.

“ახლა უკვე, როცა აქ დარჩენილებს და მუდმივად მცხოვრებლებს ფორმა9 თითქმის ყველას გვაქვს, საშვის აღება დიდად არ უნდა გაგვიჭირდეს. ალბათ, ჩაგვაბარებინებენ საპასპორტო განყოფილებაში ამ ფორმა9-ს და 1-2 კვირაში მოგვცემენ საშვებს. მაინც ჩვენი წვალება გამოდის! ხან რას იგონებენ და ხან რას!” – ამბობს ადგილობრივი ქალბატონი.

ცნობისათვის, ფორმა9 ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად ერთადერთი საჭირო საბუთია. მის გარეშე პირი დე ფაქტო საზღვარს ვერ გადაკვეთს. მასში პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი მისამართია მითითებული. ფორმა9 ძალაში 2011 წელს ჩატარებული დე ფაქტო პრეზიდენტის არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა. მანამდე გადაადგილება ქართული პირადობის დამადასტურებელი მომწობის რუსული თარგმანით ხდებოდა, რომელიც ახალგორში ცხინვალელი ნოტარიუსის მიერ უნდა ყოფილიყო დამოწმებული.   

ფორმა9 ბოლო 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გაიცემოდა. ადგილობრივ ოსურ მილიციასთან საბუთის მსრუველთა რიგები არ წყდებოდა. ამჟამად აღნიშნული საბუთის გაცემა შეწყვეტილია. ასევე, შეჩერებულია ოსური პასპორტის გაცემა. თუკი პირს ოსური პასორტი აქვს, მას ფორმა9 აღარ სჭირდება, რადგან ფორმა9-ის გარეშე ოსური პასპორტის აღება შეუძლებელია. 

ოსური პასპორტის მქონე პირები იმედოვნებენ, რომ მათ ფორმა9-ის შემცვლელი საბუთის - საშვის აღება აღარ მოუწევთ, გამომდინარე იქიდან, რომ ფორმა9 ოსური პასპორტის შეცვლელი საბუთია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალი იმის გადახედვასაც აპირებს, ვის აქვს და როგორ აქვს აღებული ოსური პასპორტი ახალგორში. დღსდღეობით კი ოსური პასპორტი ახალგორელების დაახლოებით 40%-ს მაინც ექნება.    
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC