06:41, Wednesday, 08.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილთა სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მრგვალი მაგიდა გაიმართა

23.12.2014

 
მაკა შამუგია

დევნილთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, 18 დეკემებერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მრგვალი მაგიდა გაიმართა.

როგორც დისკუსიაზე აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი პირობები წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა და ისინი სახელმწიფოსგან გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, მძიმე სოციალური ფონი, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ფართების დაკანონებასთამ დაკავშირებული საკითხები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილურმა ჯგუფმა, დევნილთა ჩასახლებებში გამოკვეთა. 

"დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის წარმომადგენეთან და მედიის წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ უშუალოდ დევნილთა პრობლემებზე, ვიმსჯელეთ კონკრეტულად მათ  საცხოვრებელ პირობებზე. ასევე, სოციალურ პრობლემებზე, ადეკვატური საცხოვრებელის უფლებაზე, გარდა ამისა იმ სამართლებრივ ხარვეზებზე,  რაც მათ  გააჩნიათ, თუნდაც საკუთრების რეგისტრაციასთან, განსახლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო ელბაქიძემ.
ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, წყალტუბოში არსებულ ორ ობიექტში, ყოფილ სანატორიუმ მეტალურგიისა და მეგობრობის შენობებში არის უმძიმესი პირობები. ამ დასახლებებში წლებია დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. მეტალურგიის შემთხვევაში ადგილზე რეგისტრირებულია 70 ოჯახი, მაგრამ იქ დღესდღეობით მხოლოდ 30 ოჯახი ცხოვრობს. შენობა ავარიულია, მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ ინდივიდუალური სველი წერტილები, მათ მხოლოდ ორი საერთო სარგებლობის საპირფარეშო აქვთ და ასევე არ არის ელექტრო ენერგია. სანატორიუმ მეგობრობის შენობაც ავარიულია, შენობაში  დაახლოებით 80-ამდე ოჯახი ცხოვრობს და ინდივიდუალური მრიცხველების პრობლემაც აქტუალურია.

"სახალხო დამცველის აპარატი სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს დევნილთა დასახლებებში, რათა გამოიკვეთოს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა და ის საჭიროებები რაც აქვს თითოეულ დასახლებას, მონიტორინგის შედეგად რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც შეეხება დევნილთა ინფორმირებულობის დონეს, დევნილთა ნაწილს ნამდვილად არა აქვს ინფორმაცია დევნილთა საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე პრივატიზებასთან და გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა შორენა ყაყიტაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თბილისში კადეტთა კორპუსშიც. მათი თქმით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ დაახლოებით 12-დან 14 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს, კარგ შემთხვევაში ორი სული, ძირითადად 4 და 5 სულიანი ოჯახები. აქვთ ერთი სველი წერტილი, ეს არის საპირფარეშო, რომელსაც იყენებენ სამზარეულოს ფუნქციითაც, მოსახლეობის განმარტებით, სამინისტროდან იყვნენ მისულები, თუმცა  მათთვის ალტერნატივა არავის შეუთავაზებია. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დაიხვეწა და განისაზღვრა სათანადო საცხოვრებლის გრძელვადიანი უზრუნველყოფის ღონისძიებები, პრაქტიკაში მაინც ძალიან ბევრი პრობლემაა.  პრობლემურია კრიტერიუმების სისტემა, რომელიც სამწუხაროდ, დევნილთათვის გაუგებარია და აუხსნელი თუ რა კრიტერიუმებით ხდება მათი შეფასება“, - განაცხადა, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტმა სოფო ალექსიძემ.

დისკუსიის მსვლელობისას ასევე, ისაუბრეს ნგრევადი ობიექტების არსებობაზე. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საჭიროა ამ ობიექტებიდან  მოსახლეობის დაუყოვნებლივ გამოყვანა და ალტერნატიული ფართების შეთავაზება. 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც მრგვალი მაგიდა გაიმართა, დაფინანსებულია თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. პროექტის ფარგლებში შექმნილია უფლებადამცველების მობილური ჯგუფი, რომელიც  ადგილზე ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს და უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC