13:17, Friday, 15.12.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

23.06.2017

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„კმარა დირექტორის დიქტატურა“ - ამ შეძახილებით დახვდნენ 22 ივნისს სამსახურში მისულ ნოქოზის საჯარო სკოლის დირექტორს ამავე სკოლის პედაგოგები და მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პედაგოგების პროტესტი სკოლის დირექტორის, თამაზ მელანაშვილის, მიერ 20 ივნისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დაწყებითი კლასების პედაგოგის მარინე მინდიაშვილის გათავისუფლების შესახებ, გამოიწვია. პედაგოგები სკოლის დირექტორისგან გათავისუფლებული მასწავლებლის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.  მასწავლებლები დირექტორ თამაზ მელანაშვილს უსაფუძვლო გათავისუფლებებში და საკუთარი კადრების დასაქმებაში ადანაშაულებენ.

,,დირექტორს ერთი უკანონო გათავისუფლება შერჩა, მეორე გათავისუფლება შერჩა და ასე აგრძელებს. ერთ-ერთი უკანონოდ გათავისუფლებული მეც ვარ. პროფესიონალი კადრების ადგილზე მოიყვანა პედაგოგები, რომლებსაც დიპლომი არა აქვთ, ან ნაყიდი აქვთ. ექთანი, რომელმაც ინგლისური არ იცის და მოსწავლეებთან ერთად სწავლობს, ინგლისური ენის მასწავლებლად დანიშნა. მარინე მინდიაშვილის გათავისუფლება ბოლო წვეთი იყო და ასე გამოვხატეთ პროტესტი. ვითხოვთ,  კანონმა იკანონოს და ეს დირექტორი, რომლისთვისაც კანონი არ არსებობს, გაათავისუფლონ", - აცხადებს მზია მოსიაშვილი. 

დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინე მინდიაშვილი  ნიქოზის საჯარო სკოლაში ერთადერთი სერტიფიცირებული პედაგოგია. მისი გათავისუფლების ბრძანებაში დირექტორი დისციპლინარულ გადაცდომებს უთითებს, რასაც მარინე მინდიაშვილი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

მარინე მინდიაშვილი გათავისუფლებული პედაგოგი: ,,მოგონილი ბრალდებით გამათავისუფლა და  ბრძანებაში მიუთითა, რომ, თითქოს, გაკვეთილების მიმდინარეობისას უცხო პირები შემომყავდა საკლასო ოთახში, უცხო პირებში იგულისხმება მასწავლებლები და მშობლები, რაც რეალობას არ შეესაბამება. დირექტორის ამ უკანონო გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებ."

სკოლის დირექტორისა და დაწყებითი კლასების პედაგოგის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც თამაზ მელანაშვილმა მარინე მინდიაშვილი მოსწავლის ცემაში დაადანაშაულა, თუმცა ფაქტი ვერ დაუმტკიცა.

,,ეს ყველაფერი დაიწყო გასული წლის ოქტომბრის თვიდან, როდესაც მე ხმაურის გამო შევედი ქალბატონი მარინე მინდიაშვილის საკლასო ოთახში და შემთხვევით შევესწარი ფაქტს, რომ ქალბატონი მარინე ჯოხით ცემდა მოსწავლეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ფაქტი ვერ დავამტკიცე.  თვითონ ქალბატონმა მარინემ აღიარა, რომ იმის შიშით რომ მე არ მომხსნან სკოლიდან, უამრავი ცრუ ფაქტები შეთხზეს სკოლაზე. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური მუშაობდა სკოლაში, რის შემდეგაც დასკვნას დადებენ. თუ რამე დარღვევა და დანაშაული მაქვს ჩადენილი, ალბათ, დავისჯები შესაბამისად", -განაცხადა სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა. ​

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ჩატარდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად?
კი არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC