17:55, Friday, 24.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას

11.07.2017

 
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება  სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ   სასამართლო სხდომების დახურვის  ლეგიტიმურ მიზანს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ იცავს  დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს და ახორციელებს სასამართლო პროცესის მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების მთლიანი დახურვა, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.  

ბრალდების პირველივე მოწმემ მხოლოდ საკუთარ ვარაუდებსა და ეჭვებზე დაფუძნებული ჩვენება მისცა სასამართლოს. ამასთან  მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიმართ გაჟღერებულ იქნა ბრალდება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები  თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა სახის ინფორმაციას ფლობს და რა  ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს საკუთარ ბრალდებას   მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა.  ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უსაფრთხოების აგენტია და მისი ფსევდონიმია,,პრესა’’. 
მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა და მოწმედ დაიკითხება მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, ვერ იქნებოდა სასამართლოსთვის სანდო მოწმე.  სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას  არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. 

ბრალდების მხარე  მიზანმიმართულად  ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს  ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან განერიდებინათ დაცვის მხარის  შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა  მოწმის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას ან უარყოფას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების  წარმომადგენელმა მოწმეებმა, რაც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე აშკარად ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან  საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე. ასევე დაკითხულ იქნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ან რატომ არ იქნა აღებული დნმ-ის კვალი, თუნდაც  იმ ვერსიის გადასამოწმებლად,  როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა. დღეის მდგომარეობით დაკითხულია  საპატრიარქოს დაცვის სამსახურის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ ხშირად ეხმარებოდა მამა გიორგი მამალაძე, ასევე დაადასტურეს, რომ მათ  გერმანიაში საკუთარი ხარჯით უხდებოდათ კვება.  ბრალდების მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვისას ასევე დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელფასი მისი ,, წმ.იოაკიმესა და ანას’’ სახელობის  კლინიკის დირექტორად დანიშვნისთანავე რამოდენიმეჯერ შემცირდა, ვინაიდან კლინიკა სავალალო ფინანსურ  და მატერიალურ მდგომარეობაში იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას  წინ უძღვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად  სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ   რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას. სასამართლოს აქვს პროცესუალური შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები.  სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC