კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე შიდა ქართლის რეგიონში

4 იანვარი, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე შიდა ქართლის რეგიონში. ვაკანსია ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულების მხარდაჭერა და მათი პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე პანდემიის დროს და შემდეგ. 

თანამდებობა: იურისტი 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 იანვარი  18:00 საათი

ადგილმდებარეობა: გორი 
განაკვეთი: არასრული  
ხელფასი: 360 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)
 
მოვალეობები: 
  • იურიდიული კონსულტაციების გაწევა ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
  • ბენეფიციარების სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, სამინისტროებთან, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან;
  • ბენეფიციარების სახელით ადმინისტრაციული ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და საჭიროების შემთხვევაში საერთო სასამართლოებისთვის საჩივრების, განცხადებების, სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება და მათი წარმომადგენლობა;
  • საჯარო განცხადებებისა და მიმართვების მომზადება; საკანონმდებლო წინადადებების, ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
აუცილებელი მოთხოვნები 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა 
  • იურისტად მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა

(მსურველებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ ნუ გამოგზავნით აპლიკაციას)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  <86>hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 18 იანვარი 18:00 სთ. 

გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს - შიდა ქართლის რეგიონის იურისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება სატელეფონო ზარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) არის საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 

ახალი ამბები