კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წამების მსხვერპლის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა

28 დეკემბერი, 2023
Humanrights.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოქალაქის სასარგებლოდ. 

ლ.კ.-ს სამართლებრივ ინტერტესებს ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

ლ.კ. N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავალი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. 2017 წლიდან, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ლ.კ. დაზარალებულად არის ცნობილი.

ლ.კ.-ს საქმეზე, 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის ა, დ, ე, ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლ.კ.-ს საქმეზე 2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2022 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. 

გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბერს პენიტენციურ სამსახურს 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა ლ.კ.-ს სასარგებლოდ. 

ახალი ამბები