00:15, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ექიმს კიბოს მკურნალობის მეთოდს პარავენ

23.08.2006
ექიმმა ლიდა მჭედლიშვილმა კიბოს განკურნების უნიკალური მეთოდი აღმოაჩინა. მისი მრავალწლიანი მუშაობა წარმატებით დასრულდა. როგორც თავად ამბობს, მისი აღმოჩენის მითვისებას სხვა ცდილობს. მან სიტუაციაში გარკვევისთვის არაერთ უწყებას მიმართა. მისი აღმოჩენით კერძო პირები დაინტერესდნენ და საკუთარი წინადადებები შესთავაზეს. ექიმი კი ამ ეტაპისთვის არანაირ შეთავაზებას არ ღებულობს და სამედიცინო ეთიკის კომისიას სთხოვს, მისი სტატუსის განსაზღვრაში დაეხმაროს.  

რაც შეეხება საქმის ისტორიას, მის შესახებ დაწვრილებით რესპონდენტი თავად საუბრობს:
„ლაზერით 1984 წლიდან დავინტერესდი, როცა თანამშრომლობისთვის  გამოჩენილმა ფიზიკოსმა შერმაზან ყაყიჩაშვილმა მიმიწვია. პაციენტებს წლების განმავლობაში ვმკურნალობდი, რომლებიც უნკურნებელი დაავედებებით იყვნენ დაავადებულნი. 2002 წლის იანვრიდან, ჩემი შედეგების გაცნობის შემდეგ კი, როგორც წარმატებული პრაკტიკოსი კიბოს მკურნალობაში, ფიზიკის ინსტიტუტის ბიო-ფიზიკის  განყოფილების გამგე ჯამლეტ მონასელიძემ მიმიწვია სამუშაოდ.  მეცნიერულად დადგენილია, რომ მკურნალობის ჩემი მეთოდის პირველივე დღეებიდანვე ვითარდება ვრცელი, დიფუზური ნეკროზი ან ხდება სიმსივნური ქსოვილის უკუგაწოვა. ლაპარაკია მხოლოდ მე-4 სტადიაში მყოფ პაციენტებზე. ასეთ შედეგებზე მსოფლიოს არც ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრში არც კი ოცნებობენ. ჩემი  შედეგები არა ერთხელ იქნა გამოყენებული ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგის ჯამლეტ მონასელიძის მიერ.

ახლა კი, მან საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ  გრანტში წარადგინა ჩემი გამოგონება მისი სახელით, ცდილობს გამოგონება მიითვისოს და გრანტი მიიღოს.  მე კი სტატიის თანაავტორიც არ ავღმოჩნდი. გრანტში მითითებული პროექტი საფუძველშივე მცდარი და ყალბია.“

როგორც ექიმი ამტკიცებს, მკურნალობის მისი მეთოდით, თუ 100 პაციენტიდან შედეგი 98 შემთხვევაში აღმოჩნდა, მისი მიგნება მცდარია: „20 წლიანი მუშაობის შედეგად  ჩამოვაყალიბე ერთიანი სისტემა, რის მიხედვითაც, ნებისმიერი შეძენილი დაავადება განკურნებადია. ჩემს არქივშია დადებითი შედეგები ისეთი უმძიმესი დაავადებების, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, მიელოპათიები პარკენსონის დაავადება, პარეზები, ეპილეფსია, გლაუკომა, ამენორეა, პოლიკისტოზი, განუვითარებული საშვილოსნო, გულის უმძიმესი დაავადებები, განგრენა, ონკოლოგიური დაავადებები მე 4-ე სტადიაში სხვა და სხვა. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ მეოთხე სტადიაში მყოფი ასი პაციენტიდან მხოლოდ 98 –ში მივიღე დადებითი შედეგი, ჩათვალეთ, რომ ჩემი მიგნება მცდარია. ეს არის ორი ათეული წლის მანძილზე დაუღალავი შრომის შედეგი და ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს, რომ მე ყველაფერ ამას ვინმეს ვაჩუქებ?! ამ შედეგებამდე ჩვენი მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლების ხელშეწყობით მივედი.“

ექიმი ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობის ანალოგია მსოფლიოში არ არსებობს და ამის დასამტკიცებლად ღია ექსპერიმენტს ითხოვს. მას სახეზე ჰყავს განკურნებული პაციენტებიც. 

“ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის დირექტორ არჩილ მოწონელიძნსაც დაუკავშირდა. იგი ქალბატონი მჭედლიშვილის პოზიციებს იზიარებს, გულშემატკივრობს, თუმცა, მისი თქმით ფონდს არანიარი იურიდიული უფლება არა აქვს მტკიცებულებებისა და დოკუმენტების გარეშე, ჯამლეტ მონასელიძე კონკურსიდან მოხსნას: „აღნიშნული ისტორის შესახებ საქმის კურსში ვარ. საშინელებაა, თუ ერთი ადამიანი მეორეს ნაშრომს პარავს, მაგრამ ჩვენს ფონს არანიარი იურიდიული უფლება არა აქვს, რომ მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია გაარჩიოს. თუ მჭედლიშვილი ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს, რომ ეს ნამდვილად ასეა, მონასელიძის განცხადებას იმ წუთშივე მოვხსნით კონკურსიდან.“

რეალობის გასარკვევად თავად ჯამლეტ მონასელიძესაც დავუკავშირდი და მისი არგუმენტებიც მოვისმინე. ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მას არაფერი მოუპარავს. მისივე თქმით, მართალია,  მჭედლიშვილი გრანტში არ მონაწილეობს, თუმცა მონასელიძე ამტკიცებს, რომ ის გრანტში ტექნიკურ პერსონალად გააფორმა.

ჯამლეტ მონასელიძე: „მჭედლიშვილი გაფორმებულია როგორც დამხმარე ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უჯრედები ლაზერული დანადგარით უნდა დაასხივოს.

„ჟ“:  კიბოს განკურნების აღნიშნული აღმოჩენა მჭედლიშვილს ეკუთვნის?
ჯ.მ.  როგორ შეიძლება მას ამასთან კავშირი ჰქონდეს, როცა ამ საკითხში ჩახედული არ არის. ის არის ექიმი, რომელიც თავის დროზე კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და პაციენტებს მკურნალობდა. ჩვენ მას აქ  მკურნალობა ავუკრძალეთ. ჩემი მოთხოვნით, მას უფლება არ ჰქონდა ავადმყოფებისთვის ემკურნალა, რადგან ჩვენ ვმუშაობთ უჯრედების დონეზე და არა ადამიანების დონეზე. ფიზიკის ინსტიტუტს არავითარი უფლება არა აქვს, ავადმყოფი მიიღოს და კვლევები ჩაუტაროს. ეს გამოკვლევა ეკუთვნის მსოფლიოს და მჭედლიშვილი არაფერშუაშია.
„ჟ“: ქალბატონი მისი აღმოჩენის ღია ექსპერიმენტით დამტკიცებას აპირებს. თქვენ შეგიძლიათ, იგივე თქვენი ექსპერიმენტით დაამტკიცოთ?
ჯ.მ. სადაც უნდა იქ დაამტკიცოს. როგორ შეიძლება სამედიცინო პრაქტიკაში რაიმე „ნოუჰაუ“ იყოს. ჩემი შესაძლებლობები მე დამტკიცებული მაქვს გრანტში, რომელიც წარვადგინე თეორიული მოსაზრებებით. მეტი არაფერი. არანაირ მითვისებას ადგილი არა აქვს.

მონასელიძის ამ სიტყვებს ეწინააღმდეგება 2005 წელს მჭედლიშვილისთვის მიცემული მისივე დახასიათება, სადაც იგი ამბობს, რომ მჭედლიშვილი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობს და რომ „არის განათლებული და უაღრესად მშრომელი პიროვნება. კარგად აქვს შესწავლილი დაბალინტენსიური ლაზერის მოქმედების მექანიზმები ცოცხალ ორგანიზმზე“, აქვე ამატებს, რომ აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები და ახასიათებს „კარგ, აკურატულ და თავის საქმის მცოდნე თანამშორომლად“.

ექიმი მჭედლიშვილი საჯაროდ მიმართავს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებთან არსებულ ეთიკის კომისიას, რათა გაერკვას მის გარშემო შექმნილ სიტუაციაში.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნესტანი
2014-10-16 17:48
ძალიან გთხოვთ ქალბატონო ლიდა მამაჩემს აქვს კიბო ნაწლავზე და ძალიან სუსტად არი თავბრუ ეხვევა არც ქიმია დაუნიშნეს არფერი ეშველებაო მეტასტაზები ღვიძლზე აქვსო,უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდეთ 551 10 89 55
სახელი: თეონა
2012-05-14 16:46
ბატონო ჯამლეტ თქვენნაირი ადამიანები ღუპავენ ქვეყანას.
სახელი: საიტის ადმინისტრატორი
2012-05-14 15:20
ქალბატონ ლიდასთან დაკავშირება შეგიძლიათ საიტით
http://nocancer11.com/ ან ტელეფონით + (995 93)689 630
სახელი: ანი
2012-05-13 08:40
გთხოვთ დამეხმარეთ,თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ ქალბატონ ლიდა მჭედლიშვილთან დაკავშირების მონაცემები.იქნებ როგორმე დამაკავშიროთ. ჩემი ტელ 593266071
სახელი: ნაირა
2012-05-13 08:25
გემუდარებით ქალბატონო ლიდა როგორ დაგიკავშირდეთ.იქნებ,ჯობია ჩავწერო ჩემი ტელეფონი 593266071
სახელი: ბუბა
2012-04-12 12:55
http://www.apocalypse.ge/sxv_kibo_aris_sokovani_daavadeba_da%20_is_ikurneba.html
სახელი: ირაკლი
2012-03-04 14:42
მოდი ყველანი გავერთიანდეთ და იქნებ შევძლოთ ამ ქალბატონთან დაკავშირება. ჩვენ ყვეალას ერთი პრობლემა გვარერთიანებს, ასე, რომ გთხოვთ თუ ვინმემ იცით ამ ქალბატონის კოორდინატები, გაგვანდეთ.
სახელი: ანა
2012-01-20 15:00
რატომაა ასეთი ძნელი მოსაძიებელი თქვენი კოორდინატები, დახმარება გვჩირდება თუ შეგიძლიათ
სახელი: tako
2011-12-29 12:46
am qaltan minda dakavshireba rogor unda davukavshirde?
სახელი: მარიამი
2011-06-23 15:10
გამარჯობათ! მამას აქვს კვანძი ღვიძლზე იქნებ მირჩიოთ რამე გთხოვთ
სახელი: ემზარი
2011-05-13 20:49
38 წლის ქალს 4 შვილის დედას აქვს მე–4 სტადიის სიმსივნე გთხოვთ გამომეხმაუროთ 855-35-37-67
სახელი: keti
2011-04-29 11:49
mamas aqvs meotxe stadia gvidzlze da tqvens shesaxeb msmenia da tu shegidzliat tqveni misamarti momceret rom mama moviyvano.madloba cinascar
სახელი: ლადო
2011-01-26 07:53
დედას აქვს მე–4 სტადია ავთვისებიანი კიბო ტქვენი სტატია ვნახე და ტქვენი მისამართი მინდა რომ მოვიყვანო.ან მირჩიეტ რამე.
1 2
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC