მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა
5 დეკემბერი, 2016
სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.
შსს-ს ინიციატივის განსახორციელებლად თანხები თვითმმართველობების ბიუჯეტიდან დაიხარჯება
18 ნოემბერი, 2016
„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" -ასე ჰქვია შსს-ს ახალ პროექტს, რომელიც დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველყოფას ეხება. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება.
ადვოკატ მდინარაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული ბრალდების მოწმეები ბრალდებას მხარს არ უჭერენ
17 ნოემბერი, 2016
14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე ეხება პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გახმაურებულ ფაქტს, რის გამოც კვირკვაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 60 000 ლარის გადახდა დაეკისრა
15 ნოემბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიას მოუწოდებს, გააშუქოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო განხილვა
13 ნოემბერი, 2016
ეკა ქობესაშვილი: „პროკურატურა საქმეს აჭიანურებს“
12 ოქტომბერი, 2016
13 სექტემბერს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ საპატრულო პოლიციის კასპის განყოფილების სამი თანამშრომლის მიმართ წაყენებული ბრალდების განხილვა დაიწყო. ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომლებს: ლევან ბაისონაშვილს, ამირან ქასროშვილს და მიხეილ მეგრიაულს ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქე ზვიად ფეიქრიშვილის ცემაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამბაქოს კონტროლის ალიანსთან თანამშრომლობით საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმები მოამზადა
7 ოქტომბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი–სექტემბერი)
6 ოქტომბერი, 2016
1. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო 2. სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა შრომითი დისკრიმინაცია „თელასში“ 3. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატებს ბოდიში მოუხადა 4. ოჯახში ძალადობის საქმე...
ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს
5 ოქტომბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კ.ი.-ს მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.
ბრალდების მოწმე პოლიციელი აცხადებს, რომ ადვოკატმა მდინარაძემ მას და პოლიციის უფროსს ყური აუწია
22 სექტემბერი, 2016
14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. მოწმეები პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის თვითმხილველები არიან.
საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ე.წ. „კაბელების“ საქმეზე
1 სექტემბერი, 2016
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. „კაბელების“ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის – გაფლანგვის კონსტიტუციურობაზე, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონისმიერების პრინციპს. 2016 წლის 31 აგვისტოს, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო
26 აგვისტო, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა დაიწყო
23 აგვისტო, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
ვის დასჭირდა „ეროვნული ფორუმის“ პარტიული ინფორმაცია?!
17 აგვისტო, 2016
პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ წევრები ნაძალადევის პარტიული ოფისისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის სახლის გატეხვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის გახსნას ექსპერტიზის პასუხები დააჩქარებს.
გორის საცურაო აუზის ყოფილი მფლობელი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
10 აგვისტო, 2016
ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოზე ორჯერ ჩავარდნილი საკითხი უკან გაიხმო.მერის ინიციატივა გორის საცურაო აუზის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ეხებოდა. 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, საკრებულოს წევრების ნაწილმა სხდომა დატოვა და კვორუმი არ შედგა. საკრებულოს მეორე სხდომა ასევე 5 აგვისტოს 17:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა კვორუმი არც მეორედ შედგა და საკრებულოს კიდევ ერთი სხდომა 8 აგვისტოს ჩაინიშნა. თუმცა, ამჯერად, გორის მერმა,ზურაბ ჯირკველიშვილმა მის მიერ ინიცირებული საკითხი უკან გაიხმო. ამის მიზეზად კი საკრებულოს წევრებს განუმარტეს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემი ობიექტის დადგენილებაში ქალაქის მერს ფართი დაზუსტებელი არ ჰქონდა.
პოლიციამ ლევან ქოქოშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე დააკავა
26 ივლისი, 2016
21 ივლისს გორში პოლიციის თანამშრომლებსა და რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
სუს-ი: „გიუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარია“
22 ივლისი, 2016
თუკი ბოშები არ მიდიან სახელმწიფოსთან, სახელმწიფო უნდა მივიდეს მათთან
20 ივლისი, 2016
ბოშები საქართველოშიც ისეთივე ჩაკეტილ და მარგინალიზებულ ჯგუფებად ცხოვრობენ, როგორც სხვა ქვეყნებში. ევროპაში მცხოვრებმა ბოშებმა კარგა ხანია, ხმა აიმაღლეს საკუთარი უფლებების დასაცავად. საქართველოში მათი სამოქალაქო პროტესტი ჯერ არ ისმის. საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, სახელმწიფოსთან და კანონთან ხშირი კონფლიქტი, დისკრიმინაციულ და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრება ბოშების თანმდევი პრობლემებია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
16 ივლისი, 2016
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაცია ადამიანის უფლებების დაცვას ართულებს
16 ივლისი, 2016
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, თვითონ ომია, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი სამხრეთ ოსეთსა და კოდორის ხეობაში, სადაც მანამდე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. საომარი მოქმედებებისას სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ბოევიკებმა ეთნიკური ქართველების სახლები გადაწვეს და ზოგან მიწასთანაც გაასწორეს. ის ადამიანები კი, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩა, უფლებების დარღვევის მაღალი რისკის ქვეშ ცხოვრობენ.