17:22, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეკა ქობესაშვილი: „პროკურატურა საქმეს აჭიანურებს“

12.10.2016

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

13 სექტემბერს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ საპატრულო პოლიციის კასპის განყოფილების სამი თანამშრომლის მიმართ წაყენებული ბრალდების  განხილვა დაიწყო. ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომლებს: ლევან ბაისონაშვილს, ამირან ქასროშვილს და მიხეილ მეგრიაულს ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქე ზვიად ფეიქრიშვილის ცემაში. 

ზვიად ფეიქრიშვილი  humanrights.ge-სთან  საუბარში იხსენებს, რომ 2015 წლის 4 აპრილს იგი პატრულის თანამშრომლებმა  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში დასახლებული ადგილიდან მოშორებით წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის წინაპირობა ფეიქრიშვილის მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზვიად ფეიქრიშვილმა პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოჰყვა. კერძოდ კი,  ფეიქრიშვილის განაცხადებით, მის მიმართ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის დევნა  მომხდარი ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ზვიად ფეიქრიშვილია. 

,,არ უნდა დარჩნენ დაუსჯელი პოლიციის ყოფილი თანამშრომლები. მათ როგორც მორალური, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს“, - განაცხადა ზვიად ფეიქრიშვილმა.

დაზარალებულის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. 
13 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომა პროკურორის, ზურაბ წერეთლის მოუმზადებლობის გამო გადადო. პროკურორმა განაცხდა, რომ სხდომის თარიღი აერია და ამიტომ ვერ მოახერხა მომზადება და პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დასაკითხად წარმოდგენა. სასამართლო სხდომას ბრალდებულები და მათი ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

,,მეორე წელი დაიწყო, რაც შემთხვევა მოხდა და პროკურატურა აჭიანურებს ამ საქმეს. სამწუხაროა, რომ დღევანდელი სხდომაც პროკურორის მიზეზით გადაიდო. ხელოვნურად ხდება პროცესის გაჭიანურება და ვერ ხერხდება პოლიციის ყოფილი იმ თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ზვიად ფეიქირიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა ხან პროკურატურის, ხანაც სასამართლოს მიზეზით ვერ ხდება“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

29 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდა. პროკურორის შუამდგომლობით სასამართლომ ზვიად ფეიქრიშვილის შვილი და მისი მეგობარი დაკითხა. მათ სოფელ ზემო ხანდაკში ზვიად ფეიქრიშვილი ნაცემ მდგომარეობაში ნახეს.

,,სახლში რომ მივედით, მამაჩემის ტალახიანი შარვალი ოთახის შესასვლელში ეგდო. თვითონ საწოლზე იწვა, სახე ჰქონდა გაწითლებული, ზურგი და მარჯვენა ფეხი სტკიოდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს“,- განაცხადა დაზარალებულის შვილმა, დათა ფეიქრიშვილმა ბრალდებულთა ადვოკატები მოწმეების მიმართ ზოგადი კითხვებით შემოიფარგლნენ. დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე ადვოკატებმაც და საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმაც, რომლებიც საპროცესო შეთანხმებით პატიმრობაში არ იმყოფებიან, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ მომდევნო სასამართლო სხდომა 25 ოქტომბერს ჩანიშნა, სადაც ყოფილი პოლიციის თანამშრომლების საქმეში არსებულ მტკიცებულებების განხილვა მოხდება.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC