ლტოლვილები / დევნილები
31 ოქტომბერი, 2008
დაბრუნების იძულება თუ საკუთარი სურვილი?
მოროდიორობის, ადამიანების ცემისა და წამების ფაქტების, ეზოებსა და ბაღებში დატოვებული ნაღმების მიუხედავად, 38 ათასი დევნილი კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სოფლებში მაინც დაბრუნდა. ბევრ მათგანს ბოსლებში ან მეზობლებთან უწევს ცხოვრება, რადგან მათი სახლები დამწვარია. მთავრობა ირწმუნება, რომ დევნილები სოფლებში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათ კი, ვისაც დაბრუნების ეშინია ან სახლი აქვთ დანგრეული, ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ. თუმცა ექსპერტები, რომლებიც ასევე უშუალოდ დევნილებთან მუშაობენ, დაბრუნების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.
7 ოქტომბერი, 2008
ცხინვალიდან ხუთი დღის წინ წამოსული ოსი ქალბატონის მონათხრობი
„7 აგვისტოს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის აღარ იყო დარჩენილი. ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ომი იწყებოდა. ციხის მზარეული, ვალია ჯიოევა ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარბოდა ცხინვალიდან, ქუჩაში შემხვდა, ვკითხე, სად გარბიხარ მეთქი და ჩვენო, ციხიდან გავუშვით ის ხალხი, რომელიც კარგად ისვრისო. ხელფასები წინასწარ მოგვცეს და თავს უშველეთ, გვითხრესო. ამ ამბის გაგების შემდეგ შვილს დავურეკე სოფელ დისევში, რომელიც იქ სახლს იშენებდა. გავაფრთხილე, რომ ქალაქში ევაკუაცია დაიწყო და ოჯახი გაეხიზნა.