კორუფცია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2010-08-19
წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტების უმეტესობა არ დასრულებულა
გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში
სოფლის განვითარების პროგრამა არჩევნების მოსაგებად გამოიყენეს. როგორც
ირკვევა, ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაოების დაწყება იყო და
არა მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შედეგიანად დასრულება.
2010-08-11
წყალში გადაყრილი მილიონები
ფოთის 24-საათიანი უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის დღემდე 27 მილიონია დახარჯული. პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა მთელი საქართველოს დასანახად რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ
ეთერში დიდის ამბით მოგვილოცა „მუდმივი წყალი“ და ამ ისტორიული მოვლენის
გახსნის ნიშნად, ერთ-ერთი ფოთელის ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა.
როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ონკანში წყალი სახლის სახურავზე დადგმული
რეზერვუარიდან მოედინებოდა. ყველაზე მეტად ფოთელები მოტყუვდნენ, რადგან ამ
ღირსშესანიშნავი თარიღიდან ორი წლის შემდეგაც მათ წყალი ჩვეულებისამებრ,
ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდებათ და, სხვათა შორის,
საქართველოში ყველა რეგიონზე ძვირადაც.
2010-08-10
არაეფექტურად გახარჯული საერთაშორისო გრანტი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
საქართველოში ათასობით ტონა ისეთი შხამ - ქიმიკატები დარჩა, რომლებიც
წამლავს ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ
დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ დეფექტებს, აბინძურებს წყალს,
საკვებსა და ჰაერს. ამ მხრივ ყველაზე უფრო საშიშ რეგიონს კახეთი
წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ებრძვის ვადაგასულ შხამ -
ქიმიკატებს. კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების
პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ოღონდ ქართულმა მხარემ პროექტი
ფაქტობრივად ჩააგდო.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას