არჩევნები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-04-30
ცესკოს გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს 5ათასი ლარი უკან დაუბრუნდებათ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მოწერილი წერილის თანახმად, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იყვნენ წარდგენული, 5000-ლარიანი დეპოზიტი უკან დაუბრუნდება. აღნიშნული თანხა, დეპუტატობის კანდიდატებმა, კანონის მოთხოვნით, ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე არჩევნებში დარეგისტრირებისას შეიტანეს.
2013-04-22
შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ დეპუტატობის კანდიდატებს 5000 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეთ
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამიერიდან, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის წარდგენა აღარ მოუწევს.
2013-04-04
მარნეულის გამგებელს მისივე მოადგილე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ჭანტურია მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ის, მუნიციპალიტეტის გამგებელს პაატა აბრამიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი მისგან საკუთარი ნებით განცხადების დაწერას და სამსახურის დატოვებას მოითხოვს. ჭანტურია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
2013-04-01
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან 2 ათასამდე თანამშრომელი გათავისუფლდა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას