კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ დეპუტატობის კანდიდატებს 5000 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეთ

22 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამიერიდან, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის წარდგენა აღარ მოუწევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტში 18 აპრილს პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, ცენტრი წარმომადგენლობას უწევდა მოქალაქე ბესიკ ადამიას, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  იყო და საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეგისტრაციამდე, ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის განთავსება ევალებოდა.

11 აპრილს საკონტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საკონტიტუციო სარჩელი საქართველოს საარჩევნო კოდესის” 116-ე მუხლის მე-7 მაწილის  ერთ-ერთი სადავო დებულების არაკონტიტუციურად ცნობის შესახებ.

აღნიშნული დებულების მიხედვით, 5000 ლარიანი დეპოზიტი მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს უნდა შეეტანა. ეს მოთხოვნა არ ეხებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენ სხვა ისეთ საარჩევნო სობიექტებს, როგორებიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი. ამასთან, აღნიშნული თანხა კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუკი იგი არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 10 %-ს მიიღებდა.

„დავის საგანს წარმოადგენდა ის გაერმოება, რომ ეს ვალდებულება იყო მხოლოდ დამოუკიდებელი მაჟორიტარებისთვის და არა პოლიტიკური პარტიების ან ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის. შესაბამისად, საკონტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და ეს დიფერენცირებული მოპყრობა ამ საარჩევნო სუბიექტებისადმი მიიჩნია არაკონსტიტუციურად და ჩათვალა, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა მიხეილ შარაშიძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე ბესიკ ადამიას ინტერესებს იცავდა.

შარაშიძის თქმით, გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა 11 აპრილს, ნორმა ძალადაკარგულად იქნება ცნობილი 2 კვირაში და 24 აპრილისათვის ეს ნორმა უკვე აღარ იმოქმედებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს 27 აპრილის ნაზალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქებში დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში. კერძოდ,  საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ვისაც უკვე შეტანილი აქვთ 5000 ლარიანი დეპოზიტი, ამ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, საშუალება ექნებათ ეს თანხა უკან დაიბრუნონ იმ შემთხვევაშიც, თუკი 10%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი აქვს წარდგენილი, რომლითაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა გასაჩივრებული. მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე არიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხერხდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმის გაუქმება.

ახალი ამბები