მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
არჩევნები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საარჩევნო გარემო 2016 - ფილმის ჩვენება გაიმართა
30 სექტემბერი, 2016
საარჩევნო პლაკატების ომი
30 სექტემბერი, 2016
საარჩევნო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დადებითად აფასებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ცესკო თავმჯდომარე გვპირდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო მეტად ორგანიზებული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ის ხარვეზები, რასაც წინა არჩევნებზე ჰქონია ადგილი, გამოსწორებადია.
კანდიდატები წინასაარჩევნო სამზადისში და ამომრჩევლები ინფორმაციის გარეშე
30 სექტემბერი, 2016
„წინა არჩევნებზე ვინც ავირჩიეთ, რა გაგვიკეთა? ჩვენთან არასოდეს მოსულა და ჩვენი პრობლემებით არ დაინტერესებულა. გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ბედი არავის აღელვებს."
ეთნიკური აზერბაიჯანელები და არჩევნები
30 სექტემბერი, 2016
2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობის 8 წარმომადგენელი მოხვდა. 2008-2012 წლებში მათი რაოდენობა 6 იყო, 2004-2008 წლებში – 12, ხოლო 1998-2004 წლებში - 16. „ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ეთნიკური უმცირესობის 7 წარმომადგენელი ჰყავს, მათგან პირველი მე-19 ადგილზე, „ნაციონალურ მოძრაობას" კი - 13, აქედან პირველი რიგით 26-ე ადგილზე.
მკვდარი სულები საარჩევნო სიებში
30 სექტემბერი, 2016
არჩევნებამდე 8 დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობაზე საუბრობენ.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
30 სექტემბერი, 2016
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბეჟიტაშვილის თქმით, გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სამსახურეობრივი ავტომობილით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მივიდა, რისი ამსახველი ვიდეომასალა ბეჟიტაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში
26 სექტემბერი, 2016
წნორში პრემიერ – მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა – ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.
არასამთავრობოების შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან
26 სექტემბერი, 2016
ქალაქ გორში 60-მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება
26 სექტემბერი, 2016
ქალაქ გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები ავარიულია, რის გამოც 60-მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ეუმქრება. მოსახლეობის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, თვითმმართველობასა და საქართველოს მთავრობას არაერთხელ აცნობეს მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
თამარ ჟვანია: „საზოგადოებას აქვს რწმენა, რომ გაყალბების თემებზე აღარ ვმსჯელობთ“
22 სექტემბერი, 2016
humanrights.ge ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.
წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ობიექტები დავის საგნად იქცა
19 სექტემბერი, 2016
წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც წინასაარჩევნო პროცესი, დემოკრატიულ სტანდარტებზე დაყრდნობით, ყოველგვარი უსიამოვნებების ფონზე უნდა ჩატარდეს. პასუხად, ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები წინაარჩევნო პერიოდში არათანაბარ პირობებსა და შერჩევით სამართალზე ჩივიან. კერძოდ, საუბარია წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება.
ისკო დასენი – „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში 167 000 ლარის სანაცვლოდ
13 სექტემბერი, 2016
2016 წლის 12 აგვისტოს შპს „მისო ლიდერკრედიტმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარის ოდენობის შეწირულება ჩაურიცხა. იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე საერთო ჯამში 47 000 ლარი გადარიცხა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა და ასევე მათმა ახლო ნათესავებმაც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ამ საწარმოს ხელმძღვანელი ისკო დასენი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პროპორციულ სიაში ე.წ. „გამსვლელ ნომრად“ ჩასვა. ისკო დასენი ალექსანდრე ჭიკაიძის ბიზნესპარტნიორია.
ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კერძო კომპანიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
9 სექტემბერი, 2016
რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ენმ-ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნულმა უწყებამ ნაციონალურ მოძრაობას ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სარეკლამო ბანერის განთავსების საშუალება არ მისცა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს
7 სექტემბერი, 2016
„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიან. პირველი შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა, ხოლო მეორე შემთხვევა სოფელ მამხუტში განმეორდა“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამირა ისმაილოვმა.
სახალხო დამცველი: „საარჩევნო ოლქების დაკომპლექტებისას რეგიონების თავისებურებები არ იყო გათვალისწინებული“
7 სექტემბერი, 2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისი მანდატის ფარგლებში. სახალხო დამცველის ოფისი დააკვირდება. 25 აგვისტოს „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოახლოებულ არჩევნებსა და ომბუდსმენის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა Humanrights.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა.
წინასაარჩევნო სარჩელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას
7 სექტემბერი, 2016
საიას ქუთაისის ორგანიზაციამ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა. საქმე ეხება საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელის მხრიდან სამუშაო საათების ხარჯზე გაწეულ წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას.
გარდაბანში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია გაშლილი სუფრის თანხლებით მიმდინარეობს
2 სექტემბერი, 2016
ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით მართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი მსგავსი შეხვედრის ფოტოებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია 20-30 კაცზე გაშლილი სუფრა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩაი, ხილი და ტკბილეული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს თავად ადგილობრივები გაუმასპინძლდნენ.
სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებისას ითანამშრომლებენ
2 სექტემბერი, 2016
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოში (ცესკო), 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 25 საერთაშორისო და 48 ადგილობრივი ორგანიზაცია. დამკვირვებელთა რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამის გათვალისწინებით, სიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.