მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქალთა მიმართ ძალადობა - თაობათა მძიმე მემკვიდრეობა
29 ივლისი, 2016
ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. ძალადობის ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებში ხდება და ზოგჯერ უკიდურესი ფორმებით - ქალთა მკვლელობით ან დასახიჩრებით ვლინდება. მსგავსი ფაქტები წლიდან წლამდე იზრდება, რაც ექსპერტთა შეფასებით, განპირობებულია ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცველთა არაეფექტური რეაგირებით, ლმობიერი და ხარვეზიანი კანონმდებლობით, თავშესაფრების სიმცირით და ა.შ. სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს დაცვის სათანადო გარანტიებს ვერ აძლევს.
პოლიციამ ლევან ქოქოშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე დააკავა
26 ივლისი, 2016
21 ივლისს გორში პოლიციის თანამშრომლებსა და რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
თუკი ბოშები არ მიდიან სახელმწიფოსთან, სახელმწიფო უნდა მივიდეს მათთან
20 ივლისი, 2016
ბოშები საქართველოშიც ისეთივე ჩაკეტილ და მარგინალიზებულ ჯგუფებად ცხოვრობენ, როგორც სხვა ქვეყნებში. ევროპაში მცხოვრებმა ბოშებმა კარგა ხანია, ხმა აიმაღლეს საკუთარი უფლებების დასაცავად. საქართველოში მათი სამოქალაქო პროტესტი ჯერ არ ისმის. საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, სახელმწიფოსთან და კანონთან ხშირი კონფლიქტი, დისკრიმინაციულ და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრება ბოშების თანმდევი პრობლემებია.
შიმშილობის 46 დღე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
20 ივლისი, 2016
გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამაზ ქოქოშვილი 46 დღეა, რაც შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას ქოქოშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქოქოშვილი პოლიციის თანამშრომლებს უკანონო დაკავებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ქოქოშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. შიმშილობის შედეგად, მან 17 კგ დაიკლო და თავს შეუძლოდ გრძნობს.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაცია ადამიანის უფლებების დაცვას ართულებს
16 ივლისი, 2016
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, თვითონ ომია, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი სამხრეთ ოსეთსა და კოდორის ხეობაში, სადაც მანამდე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. საომარი მოქმედებებისას სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ბოევიკებმა ეთნიკური ქართველების სახლები გადაწვეს და ზოგან მიწასთანაც გაასწორეს. ის ადამიანები კი, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩა, უფლებების დარღვევის მაღალი რისკის ქვეშ ცხოვრობენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა
13 ივლისი, 2016
6 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მანკიერი პრაქტიკის გამო, როდესაც სად-ის თანამშრომლები ადვოკატებისგან კანონდარღვევით მოითხოვენ, გააცნონ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ვიზიტისას მომზადებული ჩანაწერები. ადამიანის უფლებათა ცენტისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს საკითხით დაინტერესებისა და კანონის შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
სუს-ი დაკავებული გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
8 ივლისი, 2016
საქართველოს მოქალაქე ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანი უწყების მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილია. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უარყოს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია
7 ივლისი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 6 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
მაღალმთიანი სოფელი ზიარი შეიძლება, მოსახლეობის გარეშე დარჩეს
2 ივლისი, 2016
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მათ შორის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა სოფელ ზიარს. სოფელი ზიარი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2002 წელს მოსახლეობის აღწერისას სოფელში 75 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად კი, სოფელში, დაახლოებით, 30 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფლიდან მიგრაციის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელი სკოლის გარეშე დარჩა.