მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გამოქვეყნდა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ
7 მაისი, 2010
ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“ და ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის - „აგვისტოს ნანგრევებში“ პრეზენტაციას, რომელიც 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, იმ დევნილთა ნაწილიც დაესწრო, რომლებიც აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენების მოწმენი იყვნენ.
6 მაისი ვანო მერაბიშვილმა ძალადობის დღესასწაულად აქცია
7 მაისი, 2010
რადიკალურმა ოპოზიციამ პირობა შეასრულა - ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „პოლიციის დღე“ ჩაშალა. თუმცა, „ეროვნული საბჭოს“ მხარდამჭერებს ეს „გამარჯვება“ საკმაოდ ძვირად დაუჯდათ. თავგატეხილი ადამიანები საავადყოფოებში მოხვდნენ. სისხლიანი შოუ გრძელდება!
საარჩევნო უბნები - ჩამსხვრეული ფანჯრებით და დაგვიანებული სიებით
6 მაისი, 2010
„ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოუწესრიგებელი საარჩევნო უბნებით ხვდება. არჩევნების თარიღი არაოფიციალურად 6 თვის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, არაფერი გაკეთებულა და მთელი თვის განმავლობაში კომისიის წევრებს წარმოუდგენლად საშინელ პირობებში მოუწევთ მუშაობა“, - ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისი ავრცელებს.
კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელია
6 მაისი, 2010
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის რამდენ საქმეზეა გამოძიება დაწყებული. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყება ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებს. კახეთში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ათზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზე თავდასხმაში მსჯავრდებული, ხელისუფლებამ დასჯის ნაცვლად, დააწინაურა.
წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ზეწოლის ფაქტები კახეთში
6 მაისი, 2010
2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და სადამკვირვებლო მისიები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად ასახელებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ფინანსური, ინსტიტუციური და ხისტი რესურსების გამოყენებას. 2010 წლის 16 აპრილს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩმა ოდრი გლოვერმა განაცხადა, რომ „ეუთო 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოპენჰაგენის ვალდებულებების მიხედვით შეაფასებს“. კოპენჰაგენის დოკუმენტი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს.
წინასაარჩევნო „სპეცოპერაცია“ მესტიაში
5 მაისი, 2010
4 მაისს ღამის 00 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის გამგებელი კახა კვიციანი, შსს-ს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია თანმშრომლებთან ერთად მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მიიყვანეს პარტია „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატობაზე. ვახტანგ ნაკანისგან კი მსგავსი ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს.
საარჩევნო კომისიებში ოპოზიციამ ადგილები „ნაციონალებზე“ გაასხვისა
5 მაისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია, რასაც საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინატორები და humanrights.ge-ს კორესპონდენტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იტყობინებიან, რომ ოპოზიციის ადგილს საარჩევნო კომისიებში მასობრივად იკავებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. როგორც ირკვევა, მათ ადგილებს განსაკუთრებული და უცნაური მონდომებით, „ჩვენ თვითონ“ და „მრეწველები“ უცვლიან.
აურზაური ილიას უნივერსიტეტის წინ
5 მაისი, 2010
4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სიტყვის თავისუფლების დასაცავად შეკრებილი ახალგაზრდები „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) ახალგაზრდულმა ფრთამ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ (მმკ) დაარბიეს.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის განცხადება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
5 მაისი, 2010
3 მაისს - გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და მრავალეროვანი საქართველო - გამოხატავენ შეშფოთებას, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიეკუთვნებიან უფლებადამცველთა კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ზეწოლისა და დაშინების სამიზნე ხელისუფლების მხრიდან. სრულად იხილეთ PDF-ში
როგორ ამხედრდა ძვირადღირებულ ჯიპზე პოლიციის უფროსი
4 მაისი, 2010
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს 36 288 აშშ დოლარად „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ შეუძინა.
„ომი საქართველომ დაიწყო“ - ტალიავინის მოხსენება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
4 მაისი, 2010
„ომი საქართველომ დაიწყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე მძიმე საარტილერიო შეტევა განახორციელა. თუმცა ეს თავდასხმა არ ყოფილა ერთი ცალკე აღებული მოვლენა, არამედ ეს იყო კულმინაცია წლების მანძილზე დაგროვილი მზარდი დაძაბულობისა და პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება“, - განაცხადა 28 აპრილს ჰაიდი ტალიავინიმ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას ხელმძღვანელობდა.
სამარცხვინო პარადოქსი - სავიზო რეჟიმი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე
3 მაისი, 2010
ახალგორში წასვლა უკვე ე. წ. ვიზით არის შესაძლებელი. „ვიზა“ - ვადიანი ცნობაა, რომელსაც მცხეთის რაიონის უშირშროების სამსახური გასცემს. ახალგორში წასვლის მსურველმა აქვე უნდა გაიაროს გასაუბრება. მისი გამგზავრების საკითხი გარკვეულ ვადაში განიხილება და გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე დღე სჭირდება. მცხეთის რაიონის უშიშროების სამსახური, ფაქტობრივად, საკონსულოს ფუნქციას ითავსებს. სამსახურის უფროსი კი - კონსულის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ხალხურ მეტყველებაში ახალგორში გადასასვლელ ცნობას უკვე „ვიზას“ უწოდებენ.
ყვითელი ავტობუსის მძღოლად გადაქცეულ რუსთავის მერობის კანდიდატს არასასიამოვნო მგზავრი შეხვდა
3 მაისი, 2010
2 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა მამუკა ჩიქოვანმა მოსახლეობასთან ურთიერთობის ახალი ფორმა აირჩია. ყოფილი მერი რუსთაველებს #4 ყვითელი ავტობუსის მძღოლად მოევლინა. ამ ამპლუაში მის დებიუტს შემთხვევით შევესწარით და მასთან ინტერვიუს ჩაწერის შანსი ხელიდან არ გავუშვით.